Home » 2021 (page 6)

Yearly Archives: 2021

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ საჯარო ვებინარი თემაზე: 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და მის ძირითად პარამეტრებზე. ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა საბიუჯეტო პროცესზე, რომელიც პარლამენტში მაისიდან ე.წ. BDD-ის დოკუმენტის მიღებით იწყება და დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებით სრულდება. კომიტეტის თავმჯდომარემ ...

Read More »

2021 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დისტანციური სერვისებით 670 ათასზე მეტმა გადამხდელმა ისარგებლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პროექტის – ,,ურთიერთობა მარტივია“ ფარგლებში, დისტანციური სერვისების 2021 წლის შედეგები შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ანგარიში მოიცავს, მომხმარებელთა მიმართ, როგორც დისტანციურ რეჟიმში, ასევე ადგილზე, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიღებულ შედეგებს. „პროექტის უმთავრესი მიზანია, გადასახადის გადამხდელისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს მარტივი, გაუმჯობესებული და სწრაფი სერვისების მიღება. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე პირს, შესაძლებლობა აქვს მაქსიმალურად ...

Read More »

ბიზნეს სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება

2022 წლის 1-ელი იანვრიდან მხოლოდ ბიზნეს სექტორისთვის, დაწესებულებებისთვის და სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება. ამასთან, ხმალაძის განმარტებით, სასტუმროებსა და კვების ობიექტებს დასუფთავების მოსაკრებლის 1 000- ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, რომელის გამოყენებასაც 1 წლის განმავლობაში შეძლებენ. „2022 წლის 1-ელი იანვრიდან მხოლოდ ბიზნეს ...

Read More »

“საქართველოს ბანკი“ მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება სპორტული შედეგებით საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გააჟღერა. „მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ბანკისა“ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ...

Read More »

25 დეკემბერს, „ვითიბის“ VISA ბარათით სათამაშოების მაღაზიებში შოპინგისას 50% ქეშბექი დაგიბრუნდებათ

25 დეკემბერს, „ვითიბის“ VISA ბარათით სათამაშოების მაღაზიებში შოპინგისას 50% ქეშბექი დაგიბრუნდებათ, ხოლო 26 დეკემბერს – ელექტრონიკის მაღაზიებში 30% ქეშბექი. აქციის პირობები ასეთია: ქეშბექი – POS ტერმინალზე ფიზიკურად გადახდისას აქციის პერიოდში მომხმარებელზე მაქსიმალური ქეშბექი -100 ლარი აქციაში მონაწილეობს ყველა VISA ბარათი (ბიზნეს ბარათის და უნიქარდ co-brand გარდა) დარიცხული ქეშბექის თანხა ხელმისაწვდომი გახდება 14 დღის შემდეგ, აქცია ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ მაღაზიებზე.

Read More »

თბილისი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 50,5 პროცენტს ქმნის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 49 266.7 მილიონი ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი, 50.5 პროცენტიანი წილით გამოირჩევა თბილისი. მეორე ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 8.9 პროცენტით, შემდეგ მოდის იმერეთი – 8.4 პროცენტით, მეოთხე ადგილზეა ქვემო ქართლი – 8.0-პროცენტიანი წილითა და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6.4-პროცენტიანი წილით. საქსტატის ცნობით, თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ აპლიკაცია Happy Onlife თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია Happy Onlife თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო. მესამე კლასის მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ონლაინაპლიკაციით ისწავლეს. მედიაწიგნიერების ტრენერმა ბავშვებს დეტალურად გააცნო ინტერნეტში არსებული საფრთხეები. მოსწავლეებმა თამაშით ისწავლეს ინტერნეტსივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის წესები, თუ როგორ დაიცვან და აარიდონ თავი კიბერბულინგის. Happy Onlife ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო ...

Read More »

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7 პროცენტიანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 11.07 ...

Read More »

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ე.წ. „ყვითელ დერეფანთან“ დაკავშირებული სიახლეები გააცნო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებთან ვლადიმერ ხუნდაძესთან, ლევან წითელაშვილსა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ სიჭინავასთან დისტანციური შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ბიზნეს სექტორს დეტალურად გააცნეს ე.წ. „ყვითელ დერეფანთან“ დაკავშირებით ამოქმედებული სიახლეები. კერძოდ, საქონლის გაფორმებისა და გაშვების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებული ცვლილებები საბაჟო კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალი დაჩქარებული ...

Read More »

კალაძე: არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი, ასე რომ ყოფილიყო პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას ამ ყველაფერს

არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი, ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, შესაძლებლობა, უნარი და ის დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს. შესაძლოა, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას პირდაპირ ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ...

Read More »