Home » 2021 (page 50)

Yearly Archives: 2021

კობა გვენეტაძემ პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC), საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა. მაღალი რანგის ფორუმი სოციალური ხარჯებისა და პოსტ-კოვიდური მზარდი სოციალური უთანასწორობის განხილვას დაეთმო. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნების ფინანსთა, ეკონომიკის, სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების მინისტრები, ასევე მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ...

Read More »

იაგო ხვიჩია – კაზინოების აკრძალვით „თავანის“ ეპოქა დაბრუნდება, ადამიანები ხელზე „გამაზავენ“

ეს იმისთვის მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ის ინტერვიუ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ეხებოდა, გადაფარულიყო , – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი აკრძალვა იგეგმება. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ღარიბაშვილისთვის არ იქნებოდა სასიამოვნო ის ტალღები, რომელიც ივანიშვილის ინტერვიუს მოჰყვა ...

Read More »

დავით სერგეენკო – ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება

საშუალოდ რამდენი ხანიც გრძელდებოდა სააკაშვილის შიმშილობის პერიოდი, დაახლოებით იმ ფარგლებშია რეაბილიტაციის პერიოდი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ეს არის ინდივიდუალური და ორგანიზმზე დამოკიდებული. საშუალოდ რამდენი ხანიც გრძელდებოდა საკუთრივ, სააკაშვილის შიმშილობის პერიოდი, დაახლოებით იმ ფარგლებში არის რეაბილიტაციის პერიოდი. რომ მოხდეს ის პოტენციური დაზიანებების და გართულებები აღდგენა, რაც შიმშილობის პერიოდში მიიღო“, – განაცხადა სერგეენკომ. მან ასევე ისაუბრა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ...

Read More »

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს იდიოტები უწოდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც მასშტაბური აქციები გამართეს, იდიოტები უწოდა. „ეს სუფთა ძალადობაა, რომელიც პროტესტით იყო შენიღბული. საზოგადოებაში დიდი მღელვარებაა, რადგან ამდენი ხანია საქმე კორონავირუსით გამოწვეულ უბედურებასთან გვაქვს. თუმცა, მე არასდროს მივიღებ იდიოტებს, რომლებიც ძალადობას მიმართავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბედნიერები არ არიან“, – განაცხადა მან. ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 19-22 ნოემბერს ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მომიტინგეებმა რამდენიმე ...

Read More »

ვახტანგ ბუცხრიკიძე: თიბისის გუნდს აქვს ამბიცია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება

ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისებს ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ და ჩვენი დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას – ციფრულ ტრანსფორმაციას, – ასე აფასებს თიბისის გენერალური დირექტორი Global Finance-ის მიერ თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელებას. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თიბისის მიზანი ადამიანებისა და ბიზნესისთვის ცხოვრების გამარტივებაა. “სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად გაერთიანდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამოძრავებს ამბიცია, რომ საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ინტერნეტ ...

Read More »

პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები საქართველოში

თეგეტა აკადემიაში ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა. 2 წლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება კურსის  11-მა მონაწილემ წარმატებით გაიარა და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო. კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საქმიანობა  ავტოტრანსპორტის ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. თითოეულმა დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგანაც მიიღო. პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ სწავლა პირველმა ნაკადმა  2019 წელს ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილ ახალ რეგულაციებზე – ამგვარი მექანიზმები არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული

სათამაშო ბიზნესის სექტორში ახალი რეგულაციების შემოტანის მიზანია, ონლაინ თამაშებთან მიმართებით მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილი ახალი რეგულაციების განმარტებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენს. „ინიციატივა გულისხმობს, გარკვეულწილად, ახალი რეგულაციების შემოტანას სათამაშო ბიზნესის სექტორში, რომლის მიზანია, ონლაინ თამაშებთან მიმართებით მიმზიდველობისა ...

Read More »

აფბა – ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირება აუცილებელია და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ საკითხზე მუშაობა დაწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა ეხმიანება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, ონლაინ აზარტული თამაშებისა რეგულირებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისასალმებელია მთავრობის  გადაწყვეტილება, რომელიც ონლაინ თამაშებისთვის უფრო მკაცრი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავებას გულისხმობს. თუმცა, ამავდროულად მოუწოდებს ხელისუფლებას ამ სექტორის სრულად აკრძალვისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან აკრძალვა ვერ იქნება გამოსავალი. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმიანება ...

Read More »

„მცირე ინფრასტრუქტურის გამო, არ მგონია რომელიმე ბანკმა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გარისკოს“

„ბოლო წლებია, პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად არაარსებითი მსჯელობა ისმის. შესაბამისად, კონკრეტიკის გარეშე და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული ფრაზები და უპასუხისმგებლო განცხადებები, უსაფუძვლო სპეკულაციების საგანი ხდება“, – ამის შესახებ საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გარდა რეპუტაციული და იმიჯის შელახვის რისკებისა, ასევე არსებობს წმინდა ტექნიკური საკითხები, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური, ისე ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “ფინანსთა სამინისტრომ ამ პროგრამასთან დაკავშირებით მიიღო დავალება და ერთი კვირის განმავლობაში წარმოვადგენთ შესაბამის ხედვას, რომელიც გულისხმობს დასაბეგრი ბაზრის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ, ისე სტრუქტურულ ჭრილში და წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი. ეს ...

Read More »