Home » 2021 (page 5)

Yearly Archives: 2021

საბა ბუაძე – „ლელოს“ ინიციატივაა, 3 წლით მედიის გადასახადებისგან გათავისუფლება

მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას 3 წლით. ეს ინიციატივა გულისხმობს მედიის ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პრობლემა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. „პირველ რიგში, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, პანდემიით, რომელმაც სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ასევე ამ ...

Read More »

შოთა ბურჯანაძე – პარადოქსულია, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი ვალდებული არ არის აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს

„პარადოქსული არის ის, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. ვფიქრობ, რომ ეს ვითარება შეიცვლება და კორექტირება მოხდება, რადგან ეს არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე ბარათის“ სტატუსის მქონე ადამიანები მთელ რიგ ობიექტებში დაიშვებიან, თუმცა ეს გარემოება გამოიწვევს სხვადასხვა პრობლემებს. „ამ ...

Read More »

როგორ იქცა საყვარელი საქმე, მშობლიური მხარის სიმბოლოდ, – 14 წლის გიგა გვაძაბია კლუბ „სოხუმის“ მორაგბეა

მოგონებები მშობლიურ მხარეზე 14 წლის გიგა გვაძაბიას გულსაც და გონებასაც თანაბარი სიმძაფრით შემორჩა. თვალს დახუჭავს და  საყვარელ სანაპიროს ხედავს. ფიქრობს რომ ზღვას იქ სხვა სუნი აქვს, თითქოს მზეც უფრო თბილი და ნათელია, იქაური სიმწვანეც არასოდეს გახუნდება. სოფელ ბარღევში დაიბადა და გაიზარდა. ყველა კუთხე-კუნჭული, რაც აფხაზეთში მოუვლია, მის მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი და იქაური მაგნოლიებივით, ფერს არც გიგას მოგონებები შეიცვლის. „აფხაზეთში ...

Read More »

თურქეთმა განახლებადი ენერგიის 2023 წლისათვის დასახულ მიზნებს 2021 წლის ბოლოს მიაღწია

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთის ენერგეტიკულმა სიმძლავრემ განახლებად ენერგიაში ოქტომბრის ბოლოსათვის 53000 მეგავატს მიაღწია. მინისტრის განცხადებით, 2019–2020 წლებში განახლებადი ენერგიის წყაროების წილმა ელექტროენერგიის წარმოებაში 42%–ს გადააჭარბა, შესაბამისად, 2023 წლისათვის დასახული მიზანი უკვე მიღწეულია. ანტალიაში გამართულ თურქეთის მე–11 ენერგეტიკულ სამიტზე ქვეყნის ენერგეტიკული ინდუსტრიის ლიდერები იყვნენ შეკრებილნი. ღონისძიება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის ბაზრის მარეგულირებელი ...

Read More »

ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით – ამჯერად, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება. “საგადასახდო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და მიიღებს. ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა. როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღნიშნულ ...

Read More »

აფბა ექსპერტებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“  ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს

სამშაბათს, 30 ნოემბერს, 12 საათზე, სასტუმროში „სტამბა“ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა ეკონომიკის ანალიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს, სადაც  განიხილავენ ფონდის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძისგან გახდა ცნობილი. მისი თქმით, აფბამ გასული კვირის ბოლოს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო ორგანიზაციის უარყოფითი პოზიცია ფონდის რეორგანიზაციის პროცესის გაჭიანურების გამო. „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის ...

Read More »

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები – ბექა არჩვაძის გეგმები ავტოსამყაროში

ბექა არჩვაძე, ერთ-ერთია იმ 11 სტუდენტიდან, „თეგეტა აკადემიის“ პროფესიული პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ პირველ ნაკადში რომ მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა. პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება თეგეტას სერვისცენტრებში. ბექამ ყველა ეს საფეხური გაიარა და ახლა თავადაც კომპანიის თანამშრომელია. პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“, პირველი ნაკადი, 2019 წელს მიიღეს. მისი მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის ...

Read More »

28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 113%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 109%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ...

Read More »

1-23 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე მოემსახურება

1-23 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე მოემსახურება. N ადგილი თარიღი მისამართი დრო 1 ლანჩხუთი 01.12.2021 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00 2 ადიგენი 01.12.2021 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 3 ხულო 02.12.2021 გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 4 ასპინძა 02.12.2021 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, “თიბისი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 5 ნინოწმინდა 03.12.2021 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 6 ბაღდათი 06.12.2021 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 7 გურჯაანი 06.12.2021 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00 8 ვანი 07.12.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 ...

Read More »

შვეიცარიის მოსახლეობამ კოვიდ საშვების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

შვეიცარიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობამ კოვიდ საშვების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, მოსახლეობის 62%-მა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა სექტემბერში შემოღებული კოვიდ საშვები ძალაში. კვირას ჩატარებული რეფერენდუმი ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის მცდელობის მიზნით ჩატარდა, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის ბარებსა და რესტორნებში, შესვლის უფლებას მხოლოდ კოვიდ მოწმობის მფლობელი მოქალაქეების, ანუ სრულად ვაქცინირებულ, კოვიდ 19-სგან ...

Read More »