Home » 2021 (page 467)

Yearly Archives: 2021

გიორგი ჩალაძე – სააკაშვილმა შეძლო საქართველოსთვის სანატრელი ვაქცინის შოვნა, მის შემოტანას მხოლოდ ჩვენი მთავრობისგან მალტის ხელისუფლებისთვის ოფიციალური წერილით მიმართვა სჭირდება

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რათა დროულად გაუგზავნონ წერილი მალტის ხელისუფლებას და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანონ ქვეყანაში. როგორც ჩალაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქათველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა. „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, არის ვაქცინაცია. ვაქცინა ასევე ჩვენი ეკონომიკის და ქვეყნის გახსნის ...

Read More »

ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში სარაგბო ბაზა შენდება

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის სტადიონი შენდება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. „ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ფონდ ,,ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი, ასევე ...

Read More »

“COVID-დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა, რაც ეკონომიკის გახსნის საფუძველს იძლევა”

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა, რაც ეკონომიკის გახსნის საფუძველს იძლევა. „დეკემბრის ბოლოს, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავაწესეთ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, სამწუხაროდ მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში უაღრესად მაღალი იყო, ზოგ ქალაქებში 30%-ს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ გამოვლენილი ახალი შემთხვევა ჩვენთვის მაინც მაღალი ციფრია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4% ჩვენ უფრო ...

Read More »

მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. „კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას, ეს გახლავთ უკვე დაანონსებული და ჩვენ სამთავრობო პროგრამაშიც ჩავდეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განმავლობაში, ეს გახლავთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება. ...

Read More »

„მთავრობა ფქვილს რომ არ ასუბსიდირებდეს, პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა”

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, მთავრობა ფქვილს რომ არ ასუბსიდირებდეს, პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა. ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების მიმართულებით დაძაბული მდგომარეობაა. „დღევანდელი რეალობა ისაა, რომ სულ რაღაც 15 დღეში რუსეთი კვოტირების ფარგლებში შემოიღებს 25 ევროს საბაჟოს გადასახადს და 1-ლი მარტიდან, ეს უკვე 50 ევრო იქნება. გარკვეული რაოდენობა შემოტანილი გვაქვს, თუმცა დღესაც მიმდინარეობს დაძაბული ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – საზოგადოება ამოიღებს ხმას და არა მარტო ახალ არჩევნებს მივიღებთ, არამედ მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც 30 წელია არ გვქონია

გარწმუნებთ, პრობლემა, რომელიც უსამართლო მართვის მენეჯმენტის გამო შეიქმნა, გადაიზრდება იმაში, რომ საზოგადოება ამოიღებს ხმას და არა მარტო ახალ არჩევნებს მივიღებთ, არამედ მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც 30 წელია არ გვქონია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანაში დაიწყო უკუპროცესი, რის გამოც ყალიბდება, ახალი სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც დაკვეთას გაუკეთებს პოლიტიკოსებს. „ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს უკეთესი ქვეყანა, ასეთი ქვეყანა ...

Read More »

ბილ გეითსი – შემდეგი პანდემია შეიძლება, ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ამისთვის მზად არ ვართ

პანდემიები ახალი რეალობის ნაწილია, ისევე როგორც მსოფლიოში არსებობს მიწისძვრები, ტორნადოები და კლიმატის ცვლილებები, – The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. გეითსმა გადაწყვეტილების მიმღები პირები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოსალოდნელი პანდემიის შესახებ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ისინი კოვიდ – 19-სთვის მზად არ აღმოჩნდნენ. „ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. დღევანდელი სავალუტო ინტერვენციის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2021 წლის 27 იანვარს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Read More »

„ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ“

ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. „დღეს შეხვედრა შედგა ...

Read More »

„ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას”

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში  გამართულ მორიგ  შეხვედრაზე განიხილა. „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს არის ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ...

Read More »