Home » 2021 (page 440)

Yearly Archives: 2021

კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში დღეიდან გაიხსნა

15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. შეზღუდვა კვლავ შენარჩუნდება შაბათ-კვირას. „15 თებერვლიდან, შემდგომი კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“,-განაცხადა გახარიამ 4 თებერვალს.

Read More »

2021 წლის იანვარში საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი 16.2%-ით, ხოლო იმპორტი 16.4%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი 16.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.4 პროცენტით შემცირდა. საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, რომელიც „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. უფრო დეტალურად, აქედან, ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი ...

Read More »

ინვესტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას იწყებს

ინვესტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ განუცხადა, ამ წუთებში ადგილზე მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „მივიღეთ გადაწყვეტილება, სამშენებლო სამუშაოები დავიწყოთ. ადგილზე სამშენებლო ღობეა საჭირო და სამშენებლო ნორმებია დასაცავი. როგორც კი მომზადებას დავამთავრებთ, ტექნიკა მობილიზებულია და იმ წუთას დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ მშენებლობის ნებართვა სასამართლოდან გვაქვს. შეიძლება ხელის შეშლა იყოს, მაგრამ ეს ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი, კიმ ჩენ ინი, ჰოსნი მუბარაქი – ვინ არიან ყველა დროის ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს ლიდერები

საზოგადოება მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ბიზნესმენებს, ტექნიკის გიგანტებს, მეწარმეებსა და სხვა სფეროს მოღვაწეებს უკვე იცნობს. ელონ მასკისა და “ამაზონის” დამფუძნებლის, ბეზოსის ფონზე, შესაძლოა, უმაღლესი პოლიტიკოსების ცხოვრება არცთუ ისე საინტერესოდ ჩანდეს. თუმცა, ნამდვილად საინტერესოა ვიცოდეთ მათ შესახებ, ვინც სახელმწიფოს მართავს და პოლიტიკური სტრატეგიების შემოქმედთა რიგებშიც დიდი გავლენებით სარგებლობს. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს ლიდერის პოზიციას ვლადიმირ პუტინი იკავებს. მართალია, ლიბიის მმართველს მუამარ კადაფს ...

Read More »

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო და მისი იმპიჩმენტი არ შედგა

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე იყო 57. ტრამპი დამნაშავედ ცნო შვიდმა „რესპუბლიკელმა“. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო, რომ ტრამპის წინააღმდეგ ხმა მიეცა 17 „რესპუბლიკელ“ სენატორს. 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს. დონალდ ტრამპი აშშ-ის ...

Read More »

„ეკონომიკის მართვა სრულად მინდობილი აქვს სამ ადამიანს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ როგორ მუშაობს ეკონომიკა“

„ეკონომიკის მართვა სამ ადამიანს აქვს მინდობილი, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა. ეს ადამიანები გვეუბნებიან როდის რა სექტორები უნდა ავამუშავოთ და როდის რა სექტორები უნდა გაიწიროს“- ამის შესახებ, რადიო კომერსანტის გადაცემა „პროფესიონალებში“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა ისაუბრა. მისივე განცხადებით, ძლიერი ეპიდემიოლოგი, მუშკეტერი თუ მეომარი, სიტუაციას ეკონომიკური აქტივობების პარალელურად მართავს. პაატა ბაირახტარის განმარტებით, ყველა ის ...

Read More »

„ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“

სარეიტინგო კომპანია „Fitch“ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს უცვლელად, “BB”-ზე ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სანდო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და საგადასახდელო ბალანსის რისკების შემცირებაში როგორც წინა ეკონომიკური შოკების დროს, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის პირობებში. “მაკროპრუდენციული ღონისძიებებისა და სავალუტო ბაზრის ინტერვენციების კომბინაციამ ...

Read More »

ნათია თურნავა – საქართველო რეგიონში ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელსაც საკრედიტო რეიტინგი არ დაუქვეითდა

კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას დაუქვეითთა საკრედიტო რეიტინგი, საქართველო კი, პრაქტიკულად ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, რომელსაც რეიტინგი შეუნარჩუნდა. „სააგენტო Fitch-მა უცვლელად დატოვა ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ზე დონეზე. მიუხედავად გლობალური გაურკვევლობისა და პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისისა, ასევე ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველასთვის გამოსავალია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, მეორე თვეა ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. ხელისუფლება კი ცდილობს ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანოს, მაგრამ ჯერჯერობით, ამ ძალისხმევის შედეგი მინიმალურია. თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს მივადევნებთ თვალს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად გარკვეული თვალსაზრისით ხელისუფლებაც ჩიხშია და ოპოზიციაც. ხელისუფლება ჩიხშია იმის გამო, რომ თავიდანვე უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე, ხოლო ოპოზიცია ჩიხშია ...

Read More »

„გურია ფიში“ – ოზურგეთში, სოფელ კვირიკეთში კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა მოეწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში“. ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 4 მილიონ ლარს. აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 1.5 მლნ ლარია. საკალმახე მეურნეობაში დასაქმებული არიან ადგილობრივი მცხოვრებლები. პროდუქცია ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე იყიდება. სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის დარგში უკვე 220-ზე მეტი აგროსაწარმო შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის – „სახელმწიფო – შენი ...

Read More »