Home » 2021 (page 423)

Yearly Archives: 2021

მამუკა ხაზარაძე – ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი მსვლელობით ფილარმონიისკენ გაემართებიან, საიდანაც 13:00 საათზე ოპოზიციის მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ შეუერთდებიან. როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, 15:00 საათზე დაანონსებულ აქციას “ლელოს” მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. „ჩვენი პარტიის წევრები და ამომრჩევლები ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. აქედან შევუერთდებით სხვა ოპოზიციური პარტიის მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ. ქვეყანა უმძიმეს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პანდემიურ კრიზისში და ...

Read More »

საქართველოში მართვის მოწმობა ყოველ მე-3 ადამიანს აქვს – რამდენია აქედან ქალი მძღოლი

საქართველოში მართვის მოწმობა თითქმის ყოველ მესამე ადამიანს აქვს. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 351 028 მოქმედი მართვის მოწმობაა, შესაბამისად, მოსახლეობის 36,3% მძღოლია. (საქართველოში სულ 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს – საქსტატი). ამავე სტატისტიკის მიხედვით, იმ 1 351 028 ადამიანიდან, ვისაც ქვეყანაში მართვის მოწმობა აქვს, მხოლოდ 25%-ია ქალი. ანუ, მართვის მოწმობა დღეს 338 436 ქალს აქვს. რაც ...

Read More »

ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა

ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს ის. მისივე ინფორმაციით, პირველი საპილოტე ტური ...

Read More »

ილჰამ ალიევი: ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სომხეთი უფსკრულისა და ნგრევისკენ მიჰყავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ეს სომხეთის შიდა საქმეა. განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სომხეთი დღეს ისეთ მძიმე სიტუაციაშია, რომ მიმდინარე პროცესები სომხეთის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის და ამაში წინა და მოქმედი ხელისუფლებაა დამნაშავე“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ „ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სომხეთი უფსკრულისა და ნგრევისკენ მიჰყავს“. პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 25 თებერვალს მას შემდეგ გამწვავდა, ...

Read More »

შემოსავლების სამსახურმა TADAT-ის 14 კრიტერიუმი გააუმჯობესა

2020 წლის TADAT-ის შეფასების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება TADAT-ის 8 ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში აჩვენა, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 2020 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ „საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“(TADAT) გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის განმეორებითი შეფასება ჩატარდა. შეფასება მიზნად ისახავს რეფორმების განსახორციელებლად პრიორიტეტების განსაზღვრას ან/და მიღწეული შედეგების დადგენას. IMF-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ...

Read More »

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივი საყინულის ტემპერატურაზე შენახვა დაამტკიცა

Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინის ამპულების შენახვა ორი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი ჩვეულებრივ ფარმაცევტულ საყინულეებში; ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) იუწყება. აქამდე, ამ ვაქცინის შესანახად საჭირო იყო ულტრადაბალი ტემპერატურა, -80-დან -60 გრადუს ცელსიუსამდე. „ტრანსპორტირებისა და შენახვის ეს ალტერნატიული ტემპერატურა შეამსუბუქებს იმ დაბრკოლებას, რაც თან ახლდა ვაქცინაციის ადგილების ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფას და უზრუნველყოფს, რომ ეს ვაქცინა უფრო მეტ ადგილას ...

Read More »

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გიორგი წერეთელი 2018 წლის აპრილიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. გიორგი წერეთელს, როგორც საჯარო ასევე, კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში კიდევ ერთი ცვლილებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ პირველი მარტიდან ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

„საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. „საქართველოს ბანკის“ განცხადებით, ამ მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები – იდეათეკები აქტიურად გამოიყენება სხვადასხა აქტივობების ჩასატარებლად. როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, მოცემულ სიტუაციაში სკოლები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ იდეათეკებში არსებული რესურსი როგორც ონლაინ სწავლების, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 24 თებერვალს თბილისის 146-ე საჯარო სკოლის იდეათეკაში საგანმანათლებლო შეხვედრა ...

Read More »

„არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ამასაც გავაკეთებ“

მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე განცხადებით, ის ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა ამავდროულად არ სურდა ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, რადგან საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა. „მართალია, რომ საქართველოში მე მაქვს ...

Read More »

წინასწარი შეფასებით, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ. მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი ...

Read More »