Home » 2021 (page 422)

Yearly Archives: 2021

Facebook-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2020 წელს 84 მლრდ დოლარი შეადგინა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2020 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა. როგორც ირკვევა გასულ წელს კომპანიამ ჯამურად 85 მილიარდ 960 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. აქედან, 84 მილიარდ 170 მილიონი მოდის რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე. კომპანიის წმინდა მოგება 58%-ით არის გაზრდილი და შეადგენს 29 მილიარდ 150 მილიონ დოლარს. ამასთან, 2020 წელს სოციალური ქსელის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ შეადგინა მილიარდ ...

Read More »

გამყარდება თუ გაუფასურდება? – როგორ იმოქმედებს ეკონომიკის გახსნა ლარის კურსზე

ლარს ჯერჯერობით ვერაფერი ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები უკვე მხოლოდ “ბიმაჩ” პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს ეფუძნება, კურსზე ეს ფაქტორი ვერ იმოქმედებს, თუმცა ვაჭრობის მიმდინარეობისას კომერციული ბანკების მიმართ გაჩენილ სპეკულაციურ ეჭვებს გააქრობს. ფინანსისტები პროგნოზირებენ, რა ელოდება ეროვნულ ვალუტას უახლოეს პერიოდში. ჯერჯერობით, სანამ ეკონომიკა ჯერ კიდევ მკაცრად შეზღუდულია და ბიზნესი პასიურია, ლარის გაუფასურების რისკი ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ...

Read More »

ნათია თურნავა – EBRD არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, EBRD რეფორმების განხორციელებაში ეხმარება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ EBRD ეხმარება არა მარტო მთავრობას, რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ეს ძალიან წონადი დახმარებაა, არამედ, ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. “2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 71 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტით, მაქსიმალური 8.080 ...

Read More »

არჩილ გაჩეჩილაძე: საფონდო ბირჟის ნახტომისებურ განვითარებას არ ველი

საფონდო ბირჟის ნახტომისებურ განვითარებას არ ველოდები, – ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბირჟა, რომელიც დღეს არსებობს, მის გადაიარაღებაში ფინანსური სახსრები რამდენიმე ძირითადმა ბანკმა გაიღო. “მილიონობით ლარი დაიხარჯა იმაზე, რომ ახალი სისტემები გაშვებულიყო. მიუხედავად ამისა, იქ დღეს არანაირი შემოსავალი არ არის, მაგრამ შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ როგორც კი ეს წამოვა, ამის შესაძლებლობა ...

Read More »

სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, აუქციონში 5 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. “2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. ...

Read More »

ტელევიზიებში 154 მლნ ლარის აზარტული თამაშების რეკლამა გავიდა – კომაპნიების დანახარჯები 2020 წელს

„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ აზარტული თამაშების სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2020 წელს ტელევიზიაში, აღნიშნულ კატეგორიაში, სულ გავიდა 143 502 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟის მოცულობამ შეადგინა 2000616 წამი, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ – 153 868 894 ლარი. 2020 წელს სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით, ლიდერობს „აჭარაბეთი“ – 70 584 რგოლით, მეორე ადგილზეა „კრისტალბეთი“ – 23 974 . ...

Read More »

ეპიდემიოლოგები VS ბიზნესი

თამაშგარეში დარჩენილი ბიზნესსექტორები ეპიდემიოლოგებს ბიზნესის ლიკვიდირებაში ადანაშაულებენ შეზღუდვების მოხსნის თაობაზე ეპიდემიოლოგებსა, მთავრობასა და ბიზნეს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. მოლაპარაკების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული. ხელისუფლება ეპიდემიოლოგების რჩევებზე დაყრდნობდით ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის განახლებას არ ჩქარობს, ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით კი საზოგადოებას, ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის არის უფსკრული, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურდება. ...

Read More »

ირაკლი ზარქუა: პატარა პარტიები სააკაშვილის მძევლები არ უნდა გახდნენ, რადგან სააკაშვილის ინტერესი არ არის პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება

ვისაც უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, ვიღაც შევა თუ არა პარლამენტში, არამედ არის ის, რომ როგორ ვუმკურნალოთ უმუშევრობას, დასაქმებას და როგორ გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი. „სააკაშვილის ინტერესი პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება არ არის. მისი ინტერესია რევოლუციური ხედვა და გზა. ...

Read More »

31 იანვრამდე განხორციელებულმა თხილის ექსპორტმა 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 15.3 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით (49%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით (51%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. “ქართული თხილის ...

Read More »