Home » 2021 (page 421)

Yearly Archives: 2021

5 680 ლარის შემოსავალი ორ კვირაში – ვინ არის საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შემოსავლმა ორ კვირაში (2020 წლის 15-31 დეკემბერი) 5 680 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გიორგი დანელია ამ პოზიციაზე 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა. 2021 წლის 14 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დანელია ფლობს ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2020 წელს აქვს შეძენილი. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ფიქსირდება. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, ...

Read More »

Reuters: გერმანიაში გაწრთვნილი ძაღლები COVID-19-ს 94%-იანი სიზუსტით ადგენენ

გერმანიაში ვეტერინარულმა კლინიკამ ძაღლები COVID-19-ის ამოსაცნობად გაწრთვნა, რის შემდეგაც მათ კორონავირუსის 94%-იანი სიზუსტით დადგენის უნარი აქვთ. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. ვირუსით დაავადებულების ნერწყვის მაგალითზე, ძაღლები “კორონას სუნს”, რომელიც დაინფიცირებული ადამიანების უჯრედებიდან მოდის, მაშინაც აგნებენ, თუ ადამიანი უსიმპტომოა. გაწრთვნილი ძაღლები მგზავრებს შორის ვირუსის ამოსაცნობად, საპილოტე პროექტში ფინეთის ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტში სექტემბერში გამოიყენეს. ძაღლი დეტექტორები ასევე გამოიყენება ჩილეს სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტში. შესაძლოა, მალე ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხალხმრავალ შეკრებებზე, ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 34 933 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 373 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 510-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 თებერვლის ...

Read More »

“საქართველოს რკინიგზამ” სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა

სამთვიანი პაუზის შემდეგ “საქართველოს რკინიგზამ” სამგზავრო გადაყვანები დღეიდან განაახლა. როგორც  “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, მატარებლებმა მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობა დღეიდან დაიწყეს. მათი ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი. „რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში ...

Read More »

ნიკოლოზ გაგუა – S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ეს ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საფრთხე არ ემუქრება ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას. „როგორც სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზშია აღნიშნული, ...

Read More »

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, მიუხედავად პერსპექტივის გაუარესებისა, რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება, რეიტინგის შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა. „მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს მიზანს – საქართველომ 2024 წლამდე ...

Read More »

„საქართველოს ფოსტა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ფოსტა“ განცხადებას ავრცელებს. შპს „საქართველოს ფოსტამ“ სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს“ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ და არა საერთაშორისო კომპანიების „TNT“-სა და „FEDEX“-ის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა, როგორც ეს შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ წარმომადგენლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გასულ სიუჟეტში გაჟღერდა. ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ არ აქვს უფლება გამოიყენოს „FEDEX“-ისა ...

Read More »

სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი მუშაობას დროებით წყვეტს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ისანი-სამგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, 1-ელი მარტიდან მუშაობას დროებით შეაჩერებს. მათი განმარტებით, გადასახადის გადამხდელები თბილისში, სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ: გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრებით (კოსტავას გამზირი №68ა). „ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს. აქვე გაცნობებთ, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – უკიდურესად აუცილებელია “კომენდანტის საათის”, თუნდაც 2 საათით გადაწევა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ რეაბილიტაციაზე ...

Read More »

„სოკარის“ მხარდაჭერით საქართველოში მთის ეტლი-თხილამურების ჩემპიონატი გაიმართა

ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებითა და „სოკარის“ მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში გაიმართა ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით – ბაკურიანი 2021. ჩემპიონატი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ღონისძიება რეგიონის მასშტაბით უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა და მასში იასპარეზა 26-მა მონაწილემ თბილისის, გორის, ვანის, ქუთაისისა და ...

Read More »