Home » 2021 (page 4)

Yearly Archives: 2021

საგანელიძე: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს – ის რომ არა, ფონდის რეფორმა არ დაიწყებოდა

„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით – ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“,- აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კითხვებს და აცხადებს, რომ სტრუქტურაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, ფონდის საქმიანობა საკმაოდ ეფექტურია. მან ხელფასებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა საჯარო ...

Read More »

აფბამ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობათან შეხვედრაზე ფონდის რეორგანიზაციის პროცესი განიხილა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ინიციატივით, ეკონომიკის ანალიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ფონდის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესის განიხილეს. აფბას ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საჯარო განხილვების პროცესის დაწყების ინიციატივაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობის გამოხმაურება ცალსახად დადებითი ფაქტია. “სამოქალაქო სექტორთან დიალოგში ფონდის აქტიური ჩართულობა და  ექსპერტული წრისთვის სტრუქტურის მომავალთან დაკავშირებით თავიანთი ხედვის წარმოჩენა,  დარწმუნებული ვარ, ...

Read More »

შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად,შესაძლოა თბილისის შემოვლითი, ფასიანი ავტომაგისტრალი აშენდეს

შემოვლითი რკინიგზის საფუძველზე, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს – ამის შესახებ დღეს “საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტის განვითარებაზე კი 2011-2012 წლემბში 230 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა,“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის გადაწყეტილებით აღმოჩნდა, რომ პროექტი წამგებიანი იყო. მაშინ მისი განვითარება შეჩერდა, ინფრასტრუქტურა კი დაკონსერვდა.მისი განცხადებით, დღეს შემოვლითი ...

Read More »

„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ – ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს

ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: “თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია” კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას. საერთაშორისო ფულადი გზავნილების განახლებული პირობებით, საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიმღები და/ან გამგზავნი ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად და გარანტირებულად იღებს ფულად საჩუქარს, 10 ლარს. ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღებენ და/ან გააგზავნიან ან ყველაზე დიდი ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით. აღნიშნული მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით განხორციელდა. „თესალონიკის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ქართველმა მწერლებმა საკუთარი წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გამართეს და საბერძნეთში მცხოვრებ ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ინიციატივით მოეწყო. საგანელიძის თქმით, ...

Read More »

ფარმაცევტულ სექტორში მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს – დიმიტრი ხუნდაძე

პრემიერ მინისტრმა ფარმაცევტული დარგისთვის ახალი რეგულაციების შემოღება დაანონსა. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას დღეს საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სესიაზე გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე. “წამალზე გაზრდილი ფასები ყველაზე მძიმედ აწევს მოსახლეობის იმ სეგმენტს, რომელიც ყველაზე ხშირად მოიხმარს ფარმაცევტულ პროდუქტს და მისი ფასები აბსოლუტურად შეუსაბამოდ იზრდება. რაც მნიშვნელოვანია, აქ მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს და გაიზარდოს მედიკამენტების როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური ხელმისაწვდომობა, ეს უნდა ...

Read More »

თურნავა – ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში

„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს ...

Read More »

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა 10.5% დაფიქსირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ...

Read More »

„საქართველოს ბანკმა“ DFC-ისგან 100 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

„საქართველოს ბანკმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 100 მლნ. დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 11 წელზე მეტი ვადის მქონე ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიზნით. მათ შორის, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის შესაძლებლობის გაფართოებისა და მათი მხარდაჭერის გაზრდისთვის. „მოხარული ვარ, რომ DFC-სთან პარტნიორობით ...

Read More »