Home » 2021 (page 390)

Yearly Archives: 2021

თურნავა „ნამახვანჰესზე“ – მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს – ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით

მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს – ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხპდ განაცხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თურნავამ აღნიშნა, აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. „თითოეულ შემთხვევაში ჩვენ გვხვდება გარკვეული პრობლემები გარემოს დაცვითი კუთხით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას. ...

Read More »

უნდა მოიხსნათ თუ არა პირბადე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ და შეგიძლიათ თუ არა წვეულებების გამართვაც

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად არაერთი აქტუალური კითხვა ისმის. საჭიროა თუ არა აცრილმა ადამიანებმა შემზღუდველი ზომების დაცვა ისევ გააგრძელონ? პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და სხვებთან ხანგრძლივი კონტაქტის შეზღუდვა კვლავ ძალაში უნდა დარჩეს თუ არა? ეს წესები ისევ უნდა დავიცვა? ძირითადად კი. ამაზე არაერთი ორგანიზაცია საუბრობს, მათ შორის: –    გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო; –    დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო; –    კანადის იმუნიზაციის ...

Read More »

Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკად აღიარა

ავტორიტეტული, საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაიმარჯვა გამჭვირვალობის ნომინაციაში, რომელიც სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს – განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2020 წელს ფინანსური განათლების ახალი ვებგვერდის – FinEdu-ს ამუშავება ცენტრალურ ბანკში გამჭვირვალობის რევოლუციური გარდაქმნებისკენ მიმართულ ინიციატივებიდან უახლესი იყო. ამ ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შესაბამის საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. „როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში კოროირუსის ვაქცინის პრიველი პარტია შემოვიდა. ჩვენ, პირველ რიგში,სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეეხება სწორედ პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესნავების საკითხს. ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი – აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის ფასები არის ყველაზე უკეთესი

„კომპანია „ელგრინმა“ მიიღო გადაწყვეტილება, მკაფიოდ განმარტოს და აღარ დატოვოს ადგილი კითხვისთვის, არის თუ არა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი კონკურენტული რუსეთთან და თურქეთთან შედარებით“, – ამის შესახებ „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, საამისოდ კომპანიამ უბრალოდ გაასაჯაროვა „ესკოსადმი“ მისი შეთავაზებები და ამ პრაქტიკის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს. „აზერბაიჯანიდან იმპორტის ფასები არის ყველაზე უკეთესი და სწორედ ამიტომაც საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე ...

Read More »

„ავერსსა“ და ოლიმპიურ კომიტეტს შორის მემორანდუმი განახლდა

17 მარტს საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა” და „ავერსის კლინიკამ” განაახლეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი. ფონდი ვალდებულებას იღებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის” კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ყველა საჭირო მედიკამენტით. კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტია „ავერსის” ქველმოქმედების ისტორიაში: – სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ ...

Read More »

“საქართველოს ბანკი” ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს გამარტივებულ და კომფორტულ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს. კერძოდ, ბიზნეს ოპერაციების გასამარტივებლად და B2B პროგრამაში საჭირო საბანკო სერვისების გამოყენების მიზნით, ბანკი მომხმარებელს API (Application Programming Interface) სერვისებს სთავაზობს. „აღნიშნული სერვისების დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თავიდან აიცილოს რუტინული ოპერაციები და პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე მას ბევრად ნაკლები დრო მოახმაროს. ბიზნეს ინტერნეტბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის გამოყენება უკვე ბიზნესის სამუშაო პლატფორმაშია ...

Read More »

2020 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 5 ლარით, 1 314.7 ლარამდე შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 ლარით, 1 314.7 ლარამდე შემცირდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით); მშენებლობა – 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: ჯერ კიდევ დეკემბერში ვამბობდი, რომ სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოუწევდა

“ჯერ კიდევ დეკემბერში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში დამტკიცების დროს ვამბობდი, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სებ-ის გადაწყვეტილების კომენტირებისას. მისი შეფასებით, არსებულ ვითარებაში ინფლაციაზე მზარდი დაწოლის შესამცირებლად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლოგიკური იყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობაა მნიშვნელოვანი. “ჩვენი ეკონომიკის მთავარ ...

Read More »

„თიბისი დაზღვევა“ მხარდაჭერას უცხადებს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას

აქ.ახლა „თიბისი დაზღვევის“ მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რაც ვაქცინაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს. როგორც „თიბისიში“ აღნიშნავენ, კომპანიის მიზანია, მომხმარებლისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. „თიბისის“ განცხადებით, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული თითოეული საკითხის მართვა მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. კომპანია გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას პირველივე შესაძლებლობისთანავე, კომერციული ინტერესის გარეშე, ჩაერთოს დაზღვეულების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესში, რაც პირველადი ინფორმაციით, მომხმარებლისთვის ვაქცინების თვითღირებულებით მიწოდებასა ...

Read More »