Home » 2021 (page 32)

Yearly Archives: 2021

სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო უწყებები ჯამში 2 500 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა საერთო ჯამში, 2 500 ლარის ოდენობით. ინსპექტორის ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას განაგრძობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას. ამჯერად, სამინისტრომ სტრატეგიის პროექტი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან განიხილა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი კაჭარავამ. სტრატეგიის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ ...

Read More »

ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართა

ლიბერთის გენერალური პარტნიორობით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე Future Agro Challenge გამარჯვებული გამოვლინდა. ტექნოპარკში ჩატარებული კონკურსის ჟიურიმ წლის აგროპრენერად Ozone Georgia (Hydrogen Technology) დამფუძნებელი გიორგი წივწივაძე დაასახელა. Future Agro Challenge-ს მართული მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიებამ ...

Read More »

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა. როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო პროცენტს თვითნებურად აწესებს. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მსგავს სესხზე (1000 ლარამდე ...

Read More »

მთავრობა კალათბურთის სფეროს განსავითარებლად 100 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყანაში კალათბურთის ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით კალათბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტ-2022 -ის წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს. „მთავრობის სახელით მე მინდა ...

Read More »

გიორგი ღიბრაძე: ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, თუმცა, ცეკვა აკრძალულია

ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, თუმცა, ცეკვა აკრძალულია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა. გიორგი ღიბრაძის თქმით, ღამის კლუბების გახსნის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ სეგმენტთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. „ორი მხარე აქვს ღამის მუშაობას. რესტორნებზე ჩვენ მოვხსნით შეზღუდვა და მათ შეუძლიათ, შეზღუდვის გარეშე იმუშაონ. რაც შეხება ღამის კლუბებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, ...

Read More »

„საქართველოს ბანკმა“ მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგროპროდუქტი შექმნა

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგროპროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც თხილის, ვაშლისა და ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება სურს. სიახლის ფარგლებში, ჯამში 20 000-დან 500 000 ლარამდე მოცულობის ფინანსური რესურსის ათვისება იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ტრანშებად, მიზნობრიობის დადასტურების შემდეგ მოხდება. „მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი მხოლოდ მოსავლის მიღების შემდგომ დაიწყებს გადახდას. ეს ...

Read More »

1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995-99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი. „შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული ...

Read More »

მოსკოვმა რუსეთიდან საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს

მოსკოვმა, უახლოეს პერიოდში, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა. ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს „ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე“, დარიცხული განაცდენი პროცენტებით ევროსაბჭოს საბანკო ანგარიშზე. მედია წერს, ...

Read More »

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში (ალ. ყაზბეგის #21) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ, დამოუკიდებელ წევრებს  წარუდგენენ მედიას. საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ, რომლის შემადგენლობაში არიან: საბჭოს თავჯდომარე – მარსელ  ცაიტინგერი და წევრები – რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა. „საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში ...

Read More »