Home » 2021 (page 30)

Yearly Archives: 2021

პაატა მანჯგალაძე ვერ იხსენებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებზე დაყრდნობითაც დათვალეს საპენსიო სესხის პროცენტი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ვერ იხსენებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის პროცენტი დათვალეს. დეპუტატი „ბანკები და ფინანსებთან“ განმარტავს, რომ ბაზარზე საპენსიო სესხის პროცენტი საკმაოდ მაღალია და მისი შემცირება დაახლოებით 10%-ით არის შესაძლებელი. კითხვაზე, რის საფუძველზე ხდება ასეთი განცხადების გაკეთება, რა გათვლებს ემყარება და რამდენად რეალურია ამის განხორციელება, დეპუტატი გვპასუხობს, რომ ეს ცალკეული ექსპერტების მიერ არის ...

Read More »

„ოცნების“ მმართველობის პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და „ნაცმოძრაობის ეპიდემია“, რომელსაც „ტვინდემიის“ საფრთხე აქვს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს საზოგადოების და სახელმწიფოს დაცვა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებებისგან. ,,ქართულ ოცნებას“ რთულ ვითარებაში უწევს ქვეყნის მართვა. მის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები არ არის მხოლოდ ადგილობრივი ეტიოლოგიის. მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და ,,ნაციონალური მოძრაობის ეპიდემია“, რომელსაც “ტვინდემიის“ საფრთხე აქვს და მასზე მოქმედი ეგზოგენური ფაქტორებიც არ არის შემთხვევითი. ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ...

Read More »

„საზოგადოება და ბანკები“ საპენსიო საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს

„საზოგადოება და ბანკები“ საპენსიო საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საპენსიო საკითხი და მისი დარიგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საბანკო დაწესებულების გამოსავლენი ახალი სატენდერო პირობების შემუშავება არის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემა და ამდენად, მასზე საზოგადოებრივი კონტროლი მაღალი სტანდარტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. „ამიტომ ვფიქრობთ, რომ „საზოგადოება და ბანკები“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით უნდა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში. პენსიებისა და სხვა სოციალური ...

Read More »

რუსეთში “მეფობა ბრუნდება” – გუბერნატორობა სიცოცხლის ბოლომდე ხდება შესაძლებელი

უვადო მმართველობის ფორმა – უმაღლეს სამთავრობო თანამდებობებზე მუშაობა ხანგრძლივობის შეზღუდვის გარეშე, რუსეთისთვის ნორმად იქცევა. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს. პრეზიდენტის შემდეგ, რომლის არჩევის რაოდენობირივი ზღვარი „განულდა“ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ, ლიმიტების გაუქმებას „ზედიზედ ორი ვადით“ რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებიც მიიღებენ. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს წარადგინა ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კლიშასმა, დუმამ სამშაბათს პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის მიხედვით, ...

Read More »

პუტინის წინააღმდეგ ბრალდებების შემდეგ, რუსეთმა ბელორუსიაში ატომური ბომბდამშენები გაგზავნა

რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენები გაგზავნა ბელორუსიაში, სადაც მიგრაციული კრიზისი მიმდინარეობს პოლონეთის საზღვარზე და რომლის მოწყობაშიც ვარშავა კრემლს ადანაშაულებს. როგორც გამოცემა “რია ნოვოსტი”წერს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ორმა შორ მანძილზე ბომბდამშენმა Tu-22m3, ბირთვული იარაღის მატარებელმა, ოთხშაბათს „აწარმოა პატრულირება ბელორუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში“ და შეიმუშავა „ურთიერთქმედება სახმელეთო კონტროლის პუნქტებთან“, იტყობინება. მიზანი მოკავშირე სახელმწიფოების ერთიანი რეგიონული საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საბრძოლო ეკიპაჟების შემოწმება იყო. ...

Read More »

ფარმაციის ასოციაცია: ფასის რეგულირებამ, შესაძლოა, ზოგიერთი წამლის დეფიციტი გამოიწვიოს

საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშს აფასებს. ანგარიში, რომელშიც რეკომენდაციებია წარმოდგენილი, გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას. ირაკლი მარგველაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” ამბობს, რომ შუალედური ანგარიშის მთავარი მიზანი რეკომენდაციების შესაბამისად რეგულაციების შემუშავება და საკითხის მიმართ მიდგომის შეცვლაა. როგორც მარგველაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის მიერ გაკეთებული კომენტარები გარკვეულწილად ასახულია შუალედურ ანგარიშში – ეს ეხება, ...

Read More »

Global finance-მა თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საუკეთესოდ აღიარა

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, „Global Finance” თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. აღიარება თიბისიმ ზედიზედ უკვე მესამედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციის და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის. ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ ის ორგანიზაციები გამოარჩია, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობენ მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.Global Finance-ის ...

Read More »

საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა

საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ზეთისხილის ასოციაციის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება. ქართული ზეთისხილი ადგილობრივი მოხმარების პარალელურად ექსპორტზეც გადის ძირითადად დიდი ბრიტანეთსა და CIS-ში. „რაოდენობა კიდევ გაიზრდება რადგან რთველი ჯერჯერობით არაა დასრულებული. ძირითადად ნოემბრის ბოლოს სრულდება და შესაძლოა დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. ქართული ზეითუნის ზეთი საკმაოდ კონკურენტუნარიანია ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად გლობალურ ფაქტორს უკავშირდება, ფასების ცვლილებაში რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ნაკლებია

საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველ არხს 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის შუალედური ანგარიში გააცნო. როგორც მიმოხილვიდან ირკვევა, 2021 წლის იანვარ-სექტემბრში ქვეყანაში 32 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 082 971 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 3.6%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2021 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის თურქმენეთი გახდა და ...

Read More »

„საქსტატი“ – 2020 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი

2020 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.7 პროცენტით განისაზღვრა, – ამის შესახებ საწარმოების ინოვაციური აქტივობა გამოკვლევის ძირითადი შედეგებშია აღნიშნული, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 42.1 პროცენტი და ...

Read More »