Home » 2021 (page 3)

Yearly Archives: 2021

საპენსიო სააგენტო – საპენსიო აქტივების მოცულობა ოქტომბრის ბოლოს 1.9 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტოდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით 2021 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 223 ათას მონაწილეს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,270-მა ადამიანმა ისარგებლა. მათივე ცნობით, საპენსიო აქტივების მოცულობა 1.9 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. მათ შორის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 249 მილიონი ლარია. ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 11,000 პირს ...

Read More »

Интер РАО სტოკჰოლმის არბიტრაჟისგან საქართველოსთვის დაკისრებული 80-მილიონიანი კომპენსაციით უკმაყოფილოა და თანხის გაზრდას მოითხოვს

სტოკჰოლმის საარბიტრჟო სასამართლომ რუსულ Интер РАО და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქართულ მხარეს კომპანიისთვის 80 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას რუსული ტელეარხის, „როსია1“-ის საინფორმაციო გამოშვება „Вести“ ავრცელებს. სარჩელი ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია Inter RAO-მ შეიტანა, რომელიც საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგურის, „ხრამი-1“-სა და „ხრამი-2“-ის მფლობელია. მას, ასევე, კომპანია „თელასის“ ელექტროქსელის 75% ეკუთვნის. 2017 წელს მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ...

Read More »

აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%

მათ, ვისაც უძრავი ქონების საუკეთესო პირობებით შეძენა სურს, „ვითიბი“ უპრეცედენტო აქციას სთავაზობს: ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში იპოთეკურ სესხზე და მომენტალური 2%-იანი ქეშბექი. როგორც „ვითიბის“ იპოთეკური მიმართულების კოორდინატორი ნათია მიქაძე განმარტავს, შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ბანკის მომხმარებლებს, ისე მათ, ვისაც მხოლოდ ახლა სურთ, „ვითიბის“კლიენტი გახდნენ. მისივე თქმით, ქეშბექით სარგებლობისთვის, აუცილებელია, სესხის მიზნობრიობა იყოს იპოთეკური, იქნება ეს ბინის/სახლის ფიზიკური პირისგან თუ ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“ ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტი ორ 12 სართულიან და ორ 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, 4,800 კვ.მ.ზე მეტ გამწვანებულ სივრცეს და 200 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. ტერიტორიაზე 600 მეტრზე მეტი ...

Read More »

„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი – სწრაფად, მარტივად, ურიგოდ

ჩვენ ირგვლივ სამყარო ტექნოლოგიური წინსვლის პროცესშია. რადგან ინოვაციების დრო სულ არის – „ავერსი“ გთავაზობთ მსოფლიოში უახლეს, გერმანულ, საუკეთესო ხარისხის #PYRAMID-ის თვითმომსახურების აპარატს სწრაფი გადახდისთვის. გამოყენების სამი მარტივი წესი: ასკანერებთ შერჩეულ პროდუქტს, ეცნობით ანოტაციას და ეკრანზე ხედავთ სრულ ინფორმაციას გადასახდელი თანხის, ფასდაკლებისა და საბოლოო ღირებულების შესახებ. მომდევნო ნაბიჯია მტრედი ბარათის დასკანერება. თუ ბარათი თან არ გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი პირადი ან ბარათის ...

Read More »

ვითიბიმ ბიზნესის მხარდასაჭერად აგრომეწარმეების კვირეული დაიწყო – ბიზნესის #1 ქომაგი

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული საქმიანობის პოპულარიზაციას. აგრომეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკი წამყვან შეფ მზარეულებთან  ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგრომეწარმეებს მოინახულებს და გასტრო ტურებს გამართავს, რის მეშვეობითაც, საზოგადოებას მოუყვება თუ როგორ იქმნება ვითიბისთან ერთად  წარმატებული ქართული ბიზნესი, რათა უფრო ახლოს გაეცნონ და უგულშემატკივრონ მათ საქმიანობებს. გასტრო ტურების ფარგლებში, წამყვანი მზარეულები, მოინახულებენ სხვადასხვა ...

Read More »

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს – სამიზნე “თეგეტა” და “ნიკორაა”

საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. შესაძლებლობა ფონდს, 1 ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ მიეცა. სააგენტო პირველ ინვესტიციას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საპენსიო სააგენტოს CIO-მ, გოგა მელიქიძემ განუცხადა, სამიზნე ორი კომპანიის “ნიკორას” და “თეგეტას” ემისიებია. “ნიკორას” შემთხვევაში საუბარია მეორად ბაზარზე, “თეგეტას” შემთხვევაში კი 35 მლნ ლარიან ემისიაზე, სადაც სააგენტოს მანდატის მიხედვით, მხოლოდ 10%-ში ინვესტირება ...

Read More »

დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდი სასტუმრო ბიზნესის კომპონენტიდან გავა

საპარტნიორო ფონდი სასტუმრო ბიზნესის კომპონენტიდან გავა. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ “აფბასა” და საპარტნიორო ფონდის ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,ფონდის აქტივში დარჩება მხოლოდ მთის კურორტების სასტუმროები. როგორც საგანელიძემ განაცხადა, ფონდმა საკმარისად შექმნა ბრენდები. ამ დროისთვის ფონდი ფლობს წილს ლიკანსა და წინანდალში. შეგახსენებთ, რომ მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციას იწყებს. ის საქართველოს განვითარების ფონდად გარდაიქმნება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კანონპროექტი მუშავდება ...

Read More »

ეროვნული ბანკი კამპანიასთან “მაროს სახელით” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კამპანიასთან “მაროს სახელით” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მთავარი ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში  გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას – “მაროს სახელით“ – სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი. “პირველყოვლისა, საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ნებისმიერ კამპანიას და, მით უფრო, მარო ...

Read More »

მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

“მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ჯამურადაც, პირველ 10 თვეშიც ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა. „ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6,9% შეადგინა, ასეთივე მაჩვენებელი გვქონდა სექტმებერშიც. ჯამურად, პირველ 10 თვეში ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ზრდა არა ...

Read More »