Home » 2021 (page 28)

Yearly Archives: 2021

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Fennec Tech Studio-სთან ერთად გორში შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარ მიზანსაც ტექნოლოგიური პროფესიების უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. Tech სფეროს წარმომადგენლებმა მათ საკუთარი კარიერული განვითარების გამოცდილება გაუზიარეს და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების პროფესიები მიმოიხილეს. ...

Read More »

„თიბისი კაპიტალმა“ ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა

„თიბისი კაპიტალმა“ ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თიბისი“ ავრცელებს. პუბლიკაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა საერთაშორისო ვიზიტების აღდგენას აჭარბებს. 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 2019 წლის დონესთან შედარებით, შემოსავლები – 35%-ით, ვიზიტები კი 21%-ით აღდგა. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა ყველაზე დაბალია რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ყველაზე მაღალი კი – უკრაინიდან, ...

Read More »

იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იყო დაგეგმილი, თუმცა, უკვე მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. „იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც დედაქალაქს სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ, გასხვისდა და იქ კორპუსების აშენება იგეგმებოდა. იცით, მაშინ რა დამოკიდებულება ...

Read More »

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.4%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით. საქსტატის ცნობით, საქართველოში 2021 წლის III კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველი სამეული გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ჩეხეთია. „პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – ...

Read More »

თამარ არჩუაძე: პირველად ისტორიაში აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება

15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ახალ მიმართულების პრომოციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. ,,საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- მისასალმებელი სიტყვით არაბთა გაერთიანებული ...

Read More »

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას. საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა. „საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში პროკრედიტ ჯგუფმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა. ...

Read More »

რომელ ავტომობილებზე გახდება კატალიზატორის ქონა სავალდებულო 2022 წლიდან

2022 წლიდან გამონაბოლქვის კონტროლის სტანდარტი უნდა გამკაცრებულიყო. თუმცა ცვლილება გადავადდა. ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი რადიო ,,პალიტრას“ გადაცემაში ,,შუადღის სტუდია“ მიზეზად ავტოპარკის შესწავლას ასახელებს. მისი თქმით, რომ არა რეგლამენტის ცვლილება, ავტომობილების 50%-ზე მეტი დახარვეზდებოდა. „რეგლამენტში ჩადებული იყო, რომ 2022 წლიდან უნდა გამკაცრებულიყო გამონაბოლქვის კონტროლის ნორმები. რეალურად, დღევანდელი ინფორმაციით, გამონაბოლქვის ნაწილში მომავალი წლიდან არ იცვლება არაფერი. Co-ს ნაწილში ნორმა რჩება ...

Read More »

წალკაში „PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

წალკაში, კოსტავას ქ. N34ა-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. მომხმარებელს ახალ აფთიაქში გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების გარდა, ბავშვთა კვების, მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ძალიან ფართო არჩევანი დახვდება ოჯახის ყველა წევრისთვის. ამასთან ისარგებლებენ ყველა შეთავაზებით, რომელსაც PSP საქართველოს მასშტაბით ყველა აფთიაქში სთავაზობს მომხმარებელს: ყველაზე დაბალი ფასები მედიკამენტებზე სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს; დამატებით 6%-იან ფასდაკლება PSP-ს ბარათის მფლობელებისთვის; ყოველი თვის 1-დან 7 რიცხვამდე სპეციალური ...

Read More »

ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორობას განაგრძობს

ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის” მხარდაჭერას განაგრძობს და ახალი მემორანდუმის ფარგლებში ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის პარტნიორობა 2022 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. განახლებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. ქსკ ლანჩხუთმა საქართველოს ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიზნეს ასოციაციისთვის აფილირებული წევრის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავს ორგანიზაციებში ასოციაციის გაწევრიანება მნიშვნელოვანია, როგორც ასოციაციის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, ასევე წევრი კომპანიების ინტერესების მხარდასაჭერად. „ჩვენთვის დიდი პატივია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრობა. მოხარულნი ვართ, რომ გენერალურმა ...

Read More »