Home » 2021 (page 20)

Yearly Archives: 2021

„ჯეოფაიფმა” „სიბელი” კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით შეიძინა – კომპანია დაჯარიმდა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ორ კომპანიას შორის კონცენტრაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „2021 წლის 20 აპრილს, შპს „ჯეოფაიფ“-ის მიერ შპს „სიბელ“-ის 100%-იანი წილის შეძენა სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ეკონომიკურ აგენტს (მყიდველს)კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა და ეთხოვა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განხორცილებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა. კონცენტრაცია ...

Read More »

ვითიბის Cashback აქცია იპოთეკურ სესხებზე

თუ გსურთ სახლის/ბინის შეძენა, აშენება, გარემონტება ან სესხის გადმოტანა – ახლა საუკეთესო დროა ისარგებლოთ ვითიბის განსაკუთრებული შეთავაზებით. აიღეთ იპოთეკური სესხი, უცხოურ ვალუტაში (USD/EUR) და დაიბრუნეთ გაცემული თანხის 2% ქეშბექად. EUR წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-დან (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 5.6%-დან); USD წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.5%-დან (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 6.7%-დან) და, რაც მთავარია, გაცემული თანხის 2% მომენტალურად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე. ონლაინ განაცხადის შესავსებათ გადადით ბმულზე: https://vtb.ge/ge/individuals/application-for-credit/8/ipotekuri-seskhi ...

Read More »

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებული იყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების აქტიური ეტაპი დაასრულა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მობილიზებული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის მიხედვით, წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდე შემცირდა და ფერმერებმა წელსაც თხილის, სიმინდისა და ...

Read More »

ლიბერთი ყველა სესხს საბაზრო პირობებით გასცემს – ვასილ ხოდელი

„იყო პერიოდი, როდესაც ე.წ. საპენსიო სესხი  110% -ით  გაიცემოდა,  ამიტომ აბსოლუტურად მესმის ჩვენი მომხმარებლის, რომელსაც  ეს საკითხი აწუხებდა და შესაძლოა ახლაც აწუხებს. დღეისათვის „ლიბერთი“ საბაზრო პირობებით ოპერირებს და ამ კუთხით ბანკის მიმართ პრეტენზიების წაყენება სპეკულატიურია“ – ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა. მისი თქმით,  „ლიბერთის“ ახალმა მენეჯმენტმა ბანკში მისვლისთანავე დაიწყო სესხის პროცენტის შემცირებაზე მუშაობა და ახლა ეს განაკვეთი ...

Read More »

2022 წლის 1 იანვრიდან აზერბაიჯანში ჰიბრიდული მანქანები გადასახადისგან თავისუფლდება

აზერბაიჯანში ჰიბრიდული მანქანები გადასახადისგან გათავისუფლდება. აზერბაიჯანის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განსახილველად შევიდა. ამის შესახებ გამოცემა ABC.AZ წერს. ცვლილებების მიხედვით, აზერბაიჯანში იმპორტი და ჰიბრიდული მანქანების გაყიდვა, რომლებიც წარმოებულია არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში და ძრავის მოცულობა არ აღემატება 2500 კუბურ სანტიმეტრს, გადასახადისგან თავისუფლდება 3 წლის პერიოდით, კერძოდ კი 2022 წლის 1 იანვრიდან. განხილვის შემდეგ ცვლილებების პროექტი კენჭისყრაზე ...

Read More »

აზერბაიჯანი ელექტრონულ სიგარეტზე აქციზის გადასახადს აწესებს

აზერბაიჯანს ელექტრონული სიგარეტი აქციზური საქონლის სიაში შეყავს. ცვლილების პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში პირველი მოსმენისათვის განსახილველად შევიდა. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა ABC.AZ-ი წერს, აქციზური საქონლის სიაში შედის თამბაქოს შემცვლელი, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი, ჩილიმი და მათი შემცვლელი. პროექტის მიხედვით, თამბაქოს შემცვლელზე ყოველ კილოგრამზე იმოქმედებს აქციზის განაკვეთი 30 მანეთი, ხოლო ელექტრონული სიგარეტის, ჩილიმისა და მათი შემცვლელის თითოეულ ერთეულზე 0,25 მანეთი. სიგარეტის ...

Read More »

მიხეილ დუნდუა „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიციის შესახებ – ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე აჩვენებს შესაძლებლობების მაქსიმუმს და გამორჩეულია სამეზობლოში

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ორი ადგილით და შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზეა, 100 პროცენტიანი შკალით – 62,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია სამეზობლოში – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის მიერ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს მიერ მიღწეული პოზიციის შეფასებისას. მისი თქმით, საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას. „პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოზე წინ მხოლოდ ბალტიისპირეთის ...

Read More »

“მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი დანაშული ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსებს ბრძოლის გარეშე არ გადასცა”

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ასიამოვნოს. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი “დანაშაული” ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსეთს ბრძოლის გარეშე არ ჩააბარა. “არის სურვილი, რომ მოკლან ადამიანი. ერთადერთი მისი დანაშაული ის არის, რომ 2008 წელს არ გადასცა ქვეყანა ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე რუსებს. ეს არის მისი ...

Read More »

ცუცქირიძე – ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ

„ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, რომლის ინერცია გლობალურ ბაზრებზე დღემდე გრძელდება, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ. საქართველომ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“, რომელიც კორუფციის და კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსებთან ერთად, ერთ- ერთი წამყვანი ინდიკატორია მთავრობის ეფექტურობის და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. საქართველო 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა, რეიტინგი კი ორი ადგილით გაიუმჯობესა, ხოლო შეფასების 100 ...

Read More »

არჩვაძე – ბოლო 10 წელია, პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ათეულშია ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებით

ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის Legatum Institute-ს მიერ 2021 წელზე განხორციელებული მსოფლიო ქვეყნების კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 62.3 ქულით 167 სახელმწიფოს შორის 53-ე ადგილი დაიკავა, გაიუმჯობესა რა პოზიცია წინა, 2020 წელთან შედარებით 2 ადგილით და 2011 წელთან შედარებით – 8 ადგილით. ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების გარდა, ლიდერის პოზიცია უკავია, მისი უშუალო მეზობლები, ...

Read More »