Home » 2021 (page 2)

Yearly Archives: 2021

ვითიბის ვიდეობანკით უკვე შესაძლებელია ფიზიკური პირების კლიენტად რეგისტრაცია

ვითიბი ბანკი, მომხმარებელს, ინოვაციურ, მაქსიმალურად მასზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს. დღეიდან, ვითიბი ბანკში, ვიდეობანკით შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების კლიენტად რეგისტრაცია, შესაბამისად, ვიდეობანკი უკვე ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომი გახდა , მათ შორის საქართველოს გარეთ მყოფი ემიგრანტებისთვის. რეგისტრაციისთვის საჭიროა: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ვალიდური ტელეფონის ნომერი და კარგი ინტერნეტკავშირი. https://videobank.ge/ ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ...

Read More »

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია თითქმის უცვლელია. შედარებით დაზუსტებულია მხოლოდ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შენარჩუნებულია იგივე დონეზე. დაზუსტებულია მთავრობის ვალი და გათვალისწინებულია 51, 1 პროცენტი ნაცვლად 52, 5 პროცენტისა“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსდება თუ საკუთარი სახსრებით, მისი განვითარება შესაძლებელია“

ეკონომისტ ვახტანგ ჭარაია საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას აცხადებს, რომ საკითხი კომპლექსურად უნდა იქნას განხილული. „მგონია, რომ „საპარტნიორო ფონდს“ ბიუჯეტი დააფინანსებს თუ თავის თავს დააფინანსებს, მისი განვითარება ორივე შემთხვევაში შესაძლებელია. მთავარია, ფონდს მოჰქონდეს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მასზე იხარჯება. ამ შემთხვევაში, არც ხელფასის გადახდაა პრობლემა, მით უმეტეს, რომ ეს ფონდი არის არა იმდენად ადგილობრივი რესურსის ათვსიებაზე ორიეტირებული, ...

Read More »

„ენგურჰესის“ კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის „ენგურჰესის“ კაშხალზე ინფო-ტური გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და ეკონომიკის მინისტრის ხელშეწყობით „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ტურისტულმა ცენტრმა დაიწყეს. ამასთან, ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ ...

Read More »

კახა კალაძე – „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და არა ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს

„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ...

Read More »

პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო, შესაძლოა, პენსიების დარიგებით არცერთი ბანკი დაინტერესდეს

საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში საპენსიო და სხვა სოციალური მომსახურების უზრუნველსაყოფად, ახალ სატენდერო პირობებს წარმოადგენს. აღნიშნული ტენდერის საფუძველზე უნდა გამოვლინდეს მომსახურე ბანკი და პენსიის დარიგების სხვა პირობები. საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი არჩევნების წინ უამრავი ბრალდება ისმოდა. ძირითადად, პოლიტიკოსები ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობდნენ და, როგორც წესი, პოპულიზმსაც არ ერიდებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკოსების ძირითადი სამიზნე, საპენსიო მომსახურების მოქმედი ბანკი „ლიბერთი“ ...

Read More »

აზერბაიჯანმა, ირანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას გაზის მიწოდების თაობაზე

აზერბაიჯანმა, ირანმა და თურქმენეთმა აშხაბადში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ОЭС) წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-15 სამიტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას გაზის მიწოდების შესახებ. როგორც სააგენტო Mehr იტყობინება, ხელმოწერა კვირას  შედგა აზერბაიჯანის, ირანის და თურქმენეთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევის, იბრაჰიმ რაისისა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვის თანდასწრებით. შეთანხმების მიხედვით, ირანის გავლით თურქმენეთიდან აზერბაიჯანს ყოველწლიურად 1,5-დან 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზამდე მიეწოდება. “ეს ხელშეკრულება შეუზღუდავია. მისი განხორციელება ...

Read More »

თეგეტამ ზრუნვის მასშტაბური კამპანია დაიწყო

მხოლოდ ზრუნვით და საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი წელი ყველასათვის ჯადოსნური გავხადოთ, – თეგეტა ჰოლდინგი მასშტაბურ საახალწლო კამპანიას იწყებს. „ზრუნვა ცვლის სამყაროს“, – ასეთია თეგეტას წლევანდელი კამპანიის კონცეფცია, რომლის გარშემოც კომპანიამ არა ერთი აქტივობა დაგეგმა. ამ იდეით შეიქმნა ვებ-პლატფორმა tegeta.care, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს აერთიანებს. საიტი დღეიდან, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. მსურველებს უკვე აქვთ საშუალება მათთვის სასურველი ბენეფიციარი აირჩიონ და დონაციაში თავად ...

Read More »

„ბატონო ბიძინა, მინდა, შემოგთავაზოთ ხედვა როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან“

ყოფილი პარლამენტარის, შოთა შალელაშვილის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს: “ბატონო ბიძინა, მინდა, შემოგთავაზოთ ხედვა როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. გადავწყვიტე მომერთა თქვენთვის ღია წერილით, რადგან ქვეყანაში უკვე საკმაოდ რთული ვითარებაა და გამოსავალი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ, მე კი კრიზისიდან გამოსვლის ჩემეულ ხედვას გთავაზობთ: მტკიცედ განაცხადეთ, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, მაგრამ კონსტიტუციაში შეიტანთ ცვლილებებს, რომ 2024 არჩევნები ჩატარდება სრული პროპორციული სისტემით, ...

Read More »

ნიკოლოზ გამყრელიძე: კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ვერ ნახავთ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ხარბული დარიცხვები აქვთ

კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ვერსად ნახავთ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ხარბული დარიცხვები აქვთ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა. შეგახსენებთ: კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში პრობლემურად არის შეფასებული ფარმაცევტული კომპანიების ორგანიზაციული სტრუქტურა – კონკურენციის სააგენტო მთავრობას ჰოლდინგური და არაპროფილური სეგმენტების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ბოლო პერიოდში მთავრობა აქტიურად საუბრობს მედიკამენტების მაღალი ფასების შესახებ და აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა წამლები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ...

Read More »