Home » 2021 (page 19)

Yearly Archives: 2021

ეროვნული ბანკი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის ცვლილების პროექტს აქვეყნებს

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს გეგმავს და საკონსულტაციოდ სექტორს შესაბამის პროექტს სთავაზობს. აღნიშნულით დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები ეროვნულ ბანკს მიაწოდონ. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილების პროექტი კომერციული ბანკის ლიცენზირების, აქციონერთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნების დახვეწას ითვალისწინებს. „ცვლილებები ეფუძნება ევროკავშირში მოქმედ საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობისა ...

Read More »

ლატარიის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი იცვლება

ლატარიის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი იცვლება. ლატარიების გადასახდელის დაანგარიშების წესის ცვლილებას „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უმრავლესობის დეპუტატებმა – ირაკლი ზარქუამ და ირაკლი (დაჩი) ბერაიამ წარუდგინეს. კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ლატარიის ორგანიზატორი მოსაკრებელს აღარ იხდის. იგი “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის მიხედვით, ყოველკვარტალურად სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახდელს – ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ...

Read More »

ხუციშვილი – 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ 5 600 დოლარზე მეტი იქნება

2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2022 წელს დაგეგმილია 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება

„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს და ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გრადა პანორამა“ 142 საცხოვრებელ ბინიან კომპლექსს, რეკრეაციულ ზონებს, ველობილიკს, მიწისქვეშა ავტოსადგომსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა 3,5 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. „გრადა პანორამა“ მცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად დახურულ ეზოში სასეირნო და სარბენ ბილიკებს გააერთიანებს. ...

Read More »

„2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6%-ით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით“

2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას საქართველოს პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან ქვეყანას ეკონომიკის აღდგენის შთამბეჭდავი ტემპი აქვს, რითაც საქართველო ლიდერია არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა. ...

Read More »

“საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლა საპარტნიორო ფონდის ხედვა არ არის”

„ხშირად არასწორად არის ხოლმე აღქმული და გაგებული, თითქოს ფონდის მენეჯმენტის ხედვა და ინტერესია ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლა“, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირელმა მოადგილემ, გუგა ხელაიამ  „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ეს გაგება არასწორია და საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლა „საპარტნიორო ფონდის“ ხედვა არ არის. „როცა რეფორმირების ვარიანტებზე მიდის მსჯელობა, ფონდი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაკვეთითა და დავალებით ...

Read More »

„თიბისი ლიზინგი“ BARTA 2021 წლის გამარჯვებულია

„თიბისი ლიზინგი“ BARTA 2021 წლის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე 18 ნომინანტი კომპანია იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. ნომინაციაში: საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის „მცირე და საშუალო კომპანიები (სდპ 500-ზე ნაკლები დასაქმებულით)“ „სს „თიბისი ლიზინგი“ გამარჯვებულად დასახელდა. ,,აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „თიბისი ლიზინგის“ კორპორაციული ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეკონომიკისთვის პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში ქვეყანამ 7.0 პროცენტის ოდენობით ეკონომიკური ზრდა დაკარგა. როგორც მან პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა, დიდი მოცულობის შემოსავლები დაიკარგა, ასევე, ტურიზმიდან, რის შედეგადაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ჯამში, 10,3 პროცენტით გაუარესდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის გავლენის შესამცირებლად საჭირო გახდა ფისკალური დეფიციტის გაზრდა, რომელიც დაფინანსდა საერთაშორისო პარტნიორებიდან მოზიდული ფინანსური რესურსებით. „ჩვენი ფისკალური პოლიტიკა ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო – 2022 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე 4 მილიარდ 553 მილიონ ლარი მიიმართება

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, სოციალური პროგრამების დაფინანსება 4 მილიარდ 553 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია: 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, 1 იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება ...

Read More »

საარსებო მინიმუმი 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34.2 ლარით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით,  2021 წლის ნოემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34.2 ლარით გაიზარდა და 223.7 ლარს შეადგინა. ამასთან კლებაა წინა წთვესთან შედარებით. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 224.2 ლარი იყო. ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, 0.4 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 198.5 ლარის ნაცვლად 198.1 ...

Read More »