Home » 2021 (page 18)

Yearly Archives: 2021

ზაზა ფაჩულიას 3-მილიონიანი ინვესტიციიით, თბილისში Shoot 360-ის ფილიალი გაიხსნა

ზაზა ფაჩულიამ თბილისში, საკუთარ აკადემიაში, SHOOT 360-ის დარბაზი გახსნა, რომელიც თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას აერთიანებს. ეს SHOOT 360-ის პირველი ფრენჩაიზია ევროპაში, რაც ქართველი კალათბურთელებისთვის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ფაჩულიამ პროექტში 3 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. “ამ პროექტზე 2 წელი ვსაუბრობდით. მიზანი ის იყო, რომ პირველი ლოკაცია ევროპაში საქართველო ყოფილიყო და მიხარია, რომ ეს ტექნოლოგია უკვე ...

Read More »

ოზურგეთში სპეციალური ავტოტექნიკის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო

ოზურგეთში ახალი ინვესტიცია ხორციელდება – რეგიონში სპეციალური ავტოტექნიკის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. სოფელ მერიაში აშენდება და მუშაობას დაიწყებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სხვა სპეცდანიშნულების ავტომობილებს დააკომპლექტებს. კომპანია „ბიელესი“ პროექტში 10 მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რაც საწყის ეტაპზე 70, საბოლოოდ კი 250 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია „ბიელესის“ დამფუძნებელი და პარტნიორები გაერთიანებულ სამეფოში სპეცავტოტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი ...

Read More »

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სრული თანხმობაა სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე

დიახ, ჩვენ გვინდა საზღვრების გახსნა. ამ დრომდე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრემიერ – მინისტრების მოადგილეები მონაწილეობენ, მოლაპარაკებები რამდენიმეჯერ გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ესპანურ მედიას განუცხადა. „ამ სამუშაო ჯგუფის უმთავრესი ამოცანაა კომუნიკაციების გახსნა. მოლაპარაკებათა რამდენიმე ეტაპი შედარებით წარმატებული იყო. ამჟამად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არის სრული თანხმობა სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნის შესახებ და ჩვენ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ...

Read More »

ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია

„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. „თიბისის“ ინფორმაციით, წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია. ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის. „ქარის“ დამფუძნებელი დანიელ დონეციანი, რომელმაც აპლიკაციის საშუალებით მოპედების გაზიარების სერვისი შექმნა, ამბობს, რომ ...

Read More »

საქართველოში საშუალო ხელფასი 129 ლარით გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა

2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (129.0 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.4 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7 (გაიზარდა 2.0 ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ახალ კლინიკას გახსნის

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ფართოვდება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ახალი კლინიკის მოწყობის და დანადგარებით აღჭურვის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკმა კომპანიას 1,3 მლნ. ევროს მოცულობის ინვესტიცია გამოუყო. ახალი ფილიალის გახსნა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება. კლინიკა დამატებით 150 ადამიანს დაასაქმებს. ამჟამად დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მომხმარებლებს 6 ფილიალიდან უწევს მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას (მათ შორის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სერვისები და სხვა). სამედიცინო ცენტრი აერთიანებს ...

Read More »

კოვზანაძე: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის გამოწვევებს და მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პასუხობს იმ გამოწვევებს და საჭიროებებს რაც ჩვენი ეკონომიკის და მოსახლეობის წინაშეა, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. ირაკლი კოვზანაძემ გამოწვევებად და საჭიროებებად რამდენიმე საკითხი დაასახელა: მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. „პროექტი მოიცავს კოვიდ 19-თან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას, ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი: მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა

მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია სახეზეა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, მიმდინარე ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი კლებაა პროცენტულ გამოხატულებაში. „26%-ზე მეტი იყო მიმდინარე ხარჯი. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ჩამოსცდა 25%-ს. 2022 წელს დაგეგმილია 22.8%-ის ფარგლებში. შესაბამისად, შემცირების ტემპი სახეზეა და კრიტიკას ამ მიმართულებით ვერ გავიზიარებ. რაც შეეხება „ქამრების შემოჭერას“, როდესაც ვსაუბრობთ ხელფასების 10%-იან მატებაზე ...

Read More »

„რა თქმა უნდა, აზარტული თამაშების სრულად აკრძალვას ვერ შევძლებთ, უნდა შევქმნათ დისკომფორტი, სადამდეც ეს შესაძლებელია“

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხზე პოზიციები შეჯერდება და ერთიანი პოზიცია საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას იქნება წარმოდგენილი. როგორც სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ტელევიზია სენსიტიური საკითხია, მაგრამ ცალკე გამოსაყოფი არ არის. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ პროექტის ამოცანაა, ლუდომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ქვეყნის და საზოგადოების ერთ-ერთ ...

Read More »

პუტინი – რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ჭეშმარიტი ნიმუშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები 21-ე საუკუნეში „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის“ ნამდვილი ნიმუშია. „მოხარული ვარ, რომ მაქვს თქვენთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება. მიმაჩნია, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები 21-ე საუკუნეში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ჭეშმარიტი ნიმუშია,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგა, სი ძინპინთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის დაწყებისას. რუსეთის პრეზიდენტმა სინ ძინპინს “ძვირფასი მეგობარი” უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ...

Read More »