Home » 2021 (page 12)

Yearly Archives: 2021

22 დეკემბრიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბერიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N33, N31 ...

Read More »

Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, „თიბისი”, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. „თიბისის” ინფორმაციით, კომპანიამ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. „2021 წლის განმავლობაში, აქტიურად ვაგრძელებდით ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში. პროცესის წარმატებას ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, “თიბისის” ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Adapter-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, ამჯერად ციფრული ადაპტაციის პროგრამა Adapter-ის მონაწილეებისთვის „ვორქშოპი“ გაიმართა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალებმა მათ სასარგებლო რჩევები გაუზიარეს. კომპანიის ცნობით, შეხვედრა წინა საახალწლოდ შოპინგის გაზრდილი აქტივობის ფონზე, ციფრულ არხებში გაყვიდების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა. შეხვედრას Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში – დიანა კიღურაძე, Adapter.ge-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი – ნიკოლოზ ფოფხაძე, Extra.ge-ს გენერალური დირექტორი, ...

Read More »

იოსებ არჩვაძე – ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა

„2021 წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ამით დაადასტურა და გაამყარა ქვეყნის ეკონომიკაში მზარდი და შეუქცევადი პოზიტიური პროცესები. კერძოდ, ექსპორტის მოცულობამ რეკორდი (429.8 მლნ. აშშ დოლარი) დააფიქსირა და წინა წლის ნოემბრის დონეს 42.7%-ით, ხოლო პანდემიამდელი, 2019 წლის ნოემბრისას – 23.6%-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ექსპორტი წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (ზრდა იანვართან შედარებით – 91.5%-ით), ხოლო წინა ...

Read More »

ანდრეი რუდენკო – პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის, მოსკოვს ესმის ამ მეზობლების მნიშვნელობა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა. „ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა წავიდნენ ეს ქვეყნები, არ აქვს მნიშვნელობა როგორ განვითარდებიან, ისინი ყოველთვის იქნებიან ჩვენი პრიორიტეტი, მათ შორის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად. ეს ჩვენი ყოფილი საერთო საბჭოთა წარსულის ნაწილია”, ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორს და სამხრეთ კავკასიაში ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორს, ფადია საადას, სამხრეთ კავკასიაში ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. „როგორც აღინიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ...

Read More »

ნათია თურნავა – ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები

ეკონომიკურ ზრდას მე კი არ ვაცხადებ ან ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრი, ეს არის დამოუკიდებელი უტყუარი სტატისტიკა, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მათი შედარება. ამას როდესაც ვამბობთ, ეს არ არის იმის მცდელობა, რომ არ ვისაუბროთ პრობლემებზე. გვაქვს ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. თურნავას განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პირობებში უფრო მარტივად გადავლახავთ პრობლემებს, დავარეგულირებთ ფასებს და შევებრძოლებით ...

Read More »

BAG ინდექსი – ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, კვლავ გრძელდება წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა – გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი დამატებით 8 ქულით გაუმჯობესდა და 18.8 ქულა შეადგინა. ხოლო ბიზნესის მოლოდინმა, 5 ქულიანი ზრდის ...

Read More »

თურნავა – ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება

სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა და კვების მრეწველობის ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად მაღალი მოთხოვნა არის ჩვენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ტრადიციულად, ლიდერობს მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ექსპორტი, ეს არის სპილენძის ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „დაფინანსების მოდელი საბოლოო სახით არაა ჩამოყალიბებული. ჩვენ მიერ გაცხადებული იქნა, რომ ეს არ იქნება საბიუჯეტო დაფინანსება”- განაცხადა ხუციშვილმა.

Read More »