Home » 2021 (page 11)

Yearly Archives: 2021

ზურაბ აბაშიძე – 2012 -2020 წლებში რუსეთის ბაზარზე გავიდა 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია

2012 -2020 წლებში რუსეთის ბაზარზე გავიდა 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პრაღის ფორმატზე ზოგადი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 22%-ით შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი – 37%-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 14%-ით. „2011 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას ...

Read More »

საქსტატმა შშმ პირებზე ადაპტირებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული საქსტატის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა. საქსტატის ინფორმაციით, ვებ-გვერდის შშმ პირებზე ადაპტირება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში მიმდინარეობდა. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქსტატის ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო და მცირემხედველ პირებზე. მას დაემატა როგორც კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდებისა და დაპატარავების, ასევე ტექსტის ...

Read More »

ერდოღანმა დედოლარიზაციის გეგმა გამოაცხადა, შედეგად თურქული ლირა მცირედით გამყარდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედოლარიზაციის გეგმა გამოაცხადა, რის შედეგადაც თურქეთის ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დღეს თურქული ლირა დოლართან მიმართებით დაახლოებით 15%-ით გამყარდა. დღეს დილით ერთი დოლარი 11,6 ლირა ღირდა. თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო გასცემს გარანტიებს, რათა ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები ბაზარზე არსებული რყევებისგან დაცული იყოს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, დოლარში არსებული დეპოზიტები ...

Read More »

„ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 დოლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის პირველი ერთობლივი ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე. „ლისი დეველოპმენტთან“ თიბისი კაპიტალი 2018 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა. ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 6.5%-ით განისაზღვრა, რაც ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსურ სექტორში ...

Read More »

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წელს, ცაგერის რაიონ სოფელ ქორენიშში, არსებულ საოჯახო სასტუმრო „ქორენიშული ვერანდაში“, მოხდა ნომრების დამატება. ასევე, მეღვინეობის და მეფუტკრეობის ბიზნესის გაფართოება, რომელიც სრულად დაფინანსდა ვითიბი ბანკის მიერ. „სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ...

Read More »

ნოემბერში, წინა თვესთან შედრაებით, ბანკების მოგება 91,718 მლნ ლარით გაიზარდა

2021 წლის ნოემბერში კომერციულმა ბანკებმა 209,206 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი ოქტომბერთან შედარებით – 91,718 მლნ ლარით; წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 124,725 მლნ ლარით მეტია. შარშან ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება 84,481 მლნ ლარი იყო. 2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით: იანვარი – 113,368 მლნ ლარი; თებერვალი – 132,115 მლნ ლარი; მარტი – 166,324 მლნ ლარი; ...

Read More »

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680  ათასი რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი. აღნიშნულმა თანხამ  ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად  915 633  ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო  კოდექსის 169-ე მუხლის ...

Read More »

BAG ინდექსი – გამოკითხულ კომპანიათა 60%-ზე მეტი თვლის, რომ პოტენციურ დასაქმებულებს არასაკმარისი ცოდნის დონე აქვთ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის პერიოდული კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, არასაკმარისი ცოდნის დონე, გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს; ხოლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ ...

Read More »

19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 15.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინია ექსპორტირებული

2021 წლის 1 სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 31.9 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 34%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 37%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. „მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 267 ტონა), სომხეთში (5 254 ტონა), უკრაინაში ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ვიზას“ შორის თანამშრომლობისა და პროგრამების ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გლობალური გადახდების ტექნოლოგიების კომპანია „ვიზას“ შორის თანამშრომლობისა და პროგრამების ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანია „ვიზას“ რეგიონალურმა ხელმძღვანელმა დიანა კიღურაძემ. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მემორანდუმის მიზანია დიალოგებისა და პროგრამების ხელშეწყობს შემდეგ საკითხებში – საერთო პრიორიტეტების ერთმანეთისთვის გაზიარება, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის მხარდასაჭერად გადახდის ინოვავიური ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკის ...

Read More »