Home » 2021 (page 10)

Yearly Archives: 2021

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რიგით 114-ე სესიის საქართველოში ჩატარებას ეხმიანება

24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელიც მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ. აღსანიშნავია, რომ ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო საქართველოში, კომპანია „სვანიძე ჰოლდინგისა“, პერსონალურად გიორგი ...

Read More »

მომხმარებლებს „ვითიბის“ VISA ბარათით, ამერიკის შერჩეულ ონლაინ მაღაზიებში „შოპინგისა“ და 20% „ქეშბექის“ უკან დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ

26-28 ნოემბერს, მომხმარებლებს „ვითიბის“ VISA ბარათით, ამერიკის შერჩეულ ონლაინ მაღაზიებში „შოპინგისა“ და 20% „ქეშბექის“ უკან დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბის“ პრესსამსახური ავრცელებს. „26-28 ნოემბერს, იშოპინგეთ ვითიბის VISA ბარათით, ამერიკის შერჩეულ ონლაინ მაღაზიებში და დაიბრუნეთ 20% ქეშბექი. აქციაში მონაწილეობს ყველა VISA ბარათი (ბიზნეს ბარათის და უნიქარდის გარდა); ქეშბექის მაქსიმალური მოცულობა ჯამურად მომხმარებელზე – 300 ლარი; დარიცხული ქეშბექის თანხა ხელმისაწვდომი ...

Read More »

„საქართველოს ბანკი“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორია

„საქართველოს ბანკი“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის 4-წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს როგორც ეროვნულ ფედერაციას, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს და მათ სპორტსმენების განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს. უფრო კონკრეტულად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსამზადებელი/სავარჯიშო ბაზების ...

Read More »

„ვინაიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ბაზარზე არ არსებობს, ბანკებს რისკის საკუთარ თავზე აღება უწევთ“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ სადაზღვევო ბაზარზე ჩატარებული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. მოკვლევის  მიზანი იმის გარკვევა იყო,  ხელმისაწვდომია თუ არა, სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტით სარგებლობა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის. შედეგების თაობაზე აფბას ხელმძღვანელს, გიორგი კაპანაძეს ვესაუბრეთ. – რა გახდა აღნიშნული მოკვლევის ჩატარების ინსპირაცია. რატომ გადაწყვიტა აფბამ ამ კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტის შესწავლა? – დაინტერესებულმა საზოგადოებამ იცის, რომ აფბა საფუძვლიანად სწავლობს საპენსიო და სხვა ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგი შავ პარასკევს ყველა სადაზღვევო პროდუქტზე დიდ ფასდაკლებას აცხადებს

   50 %-მდე ფასდაკლება ყველაზე საჭირო პროდუქტებზე ჯიპიაი ჰოლდინგი შავ პარასკევს ყველა სადაზღვევო პროდუქტზე დიდ ფასდაკლებას აცხადებს მომხმარებელი სადაზღვევო პროდუქტების ფასდაკლებით შეძენას 26, 27, 28 და 29 ნოემბერს, ონლაინ პლატფორმა ge-ზე შეძლებს შავი პარასკევი ჯიპიაიში ტრადიციულად ფასდაკლებების დღეა. 26, 27, 28 და 29 ნოემბერს კომპანია საშუალებას გაძლევთ 50%-მდე ფასდაკლებით შეიძინოთ  სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდებათ, იმისთვის რომ თავი დაცულად ...

Read More »

„ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სოციალური ბენეფიტის მიმღებია, თავს არიდებს ლეგალურად შრომას”

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა; დასაქმების კუთხით უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, შეიქმნა დასაქმების სააგენტო, ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები, მოხდა მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების ანალიზი, გვაქვს უფრო საიმედო მონაცემთა ბაზები, რაც გაანალიზებულია დეტალურად, მუნიციპალიტეტების ჭრილში. ეს ყველაფერი არის წინაპირობა, რომ ჩვენ მოვემზადოთ უფრო თამამი, უფრო პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის. ზუსტად ეს არის პასუხი კითხვაზე – რატომ დღეს ...

Read More »

მეფრინველეობის ასოციაცია: მთავრობის დახმარების გარეშე, იანვრიდან კვერცხი ისევ გაძვირდება

მეფრინველეობის სექტორი ახალი წლიდან კვერცხის ფასების მორიგ მატებას არ გამორიცხავს. როგორც „კუმისის“ დამფუძნებელმა, „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ფასების მატების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორისაა, ფრინველის საკვებად საჭირო მარცვლეულის ღირებულების ზრდა, ასევე საწვავის გაძვირების ფონზე ლოგისტიკური ხარჯების მნიშვნელოვანი მატება და კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. როგორც უჩუმბეგაშვილი განმარტავს, საქართველოში დეკემბერში ელექტროენერგიაზე სუბსიდირების პროგრამაც სრულდება, შესაბამისად, სექტორს 1 კვტ/საათზე 16 ...

Read More »

“სანამ სოციალური დახმარება მინიმუმამდე არ დაიწევს, მანამდე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ინიციატივები არ იმუშავებს”

“შრომის ბაზარზე არსებობს ინფორმაციული ასიმეტრია, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, მე ვეძებდე სამსახურს, ვინმეს ჰქონდეს ეს სამსახურის შემოთავაზებული, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხვდებოდეთ, რადგან ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდეს”, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, შრომითი ურთიერთობების სპეციალისტმა ბექა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საქმე” განაცხადა. ამით ბექა ნაცვლიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველების დასაქმება მოხდება, თანაც ისე, რომ ...

Read More »

გიორგი ფხაკაძე: ექსპერიმენტულმა საღეჭი რეზინმა, არ მოგესმათ, საღეჭი რეზინი, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საღეჭი რეზინის გამოცდა, რომელმაც შესაძლოა, კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანოს. გიორგი ფხაკაძე: „როგორც ვამბობდი, პროგრესი მიმდინარეობს. ამის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან. ✅ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია, ეს ნორმალურია. და ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭი ...

Read More »

ჭარაია: ჩვენი ეკონომიკის სისუსტე არა მხოლოდ მცირე მასშტაბში, დაბალ მსყიდველობით უნარსა და მსგავს საკითხებში, არამედ კონკურენციის ნაკლებობაშია, ყველაზე განვითარებულ დარგებშიც კი

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს ეხმიანება და წერს, რომ ამ ინიციატივების განსახორციელებლად აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული გრძელვადიანი გეგმა. ჭარაია რამდენიმე საკითხს გამოყოფს, როგორიც არის შიდა წარმოების განვითარება, ასევე, დაბალი კონკურენცია ეკონომიკაში, რომელსაც ექსპერტი ეკონომიკის განვითარების მთავარ პრობლემად მიიჩნევს. ,,პრემიერი გუშინდელ გამოსვლაში მრავალ საინტერესო ეკონომიკურ საკითხს შეეხო. გარდა 3 ინიციატივისა, რომელიც მან წინა დღეებში დააანონსა და ...

Read More »