Home » 2021 » December (page 5)

Monthly Archives: December 2021

„თალიბანმა“ ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალა

ავღანეთში „თალიბებმა“ ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალეს, – ინფორმაციას Kabul News-ი ავღანეთის სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, როგორც ტელეკომპანიას სამინისტროში განუცხადეს, მძღოლებს ეკრძალებათ, ავტომობილში ქალი ჰიჯაბის გარეშე იჯდეს. შეგახსენებთ, აგვისტოში „თალიბებმა“ ავღანეთის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. „თალიბანმა“ ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა, სადაც სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშაა. დასავლეთის ქვეყნები „თალიბანს“ ავღანეთის კანონიერ ხელისუფლებად არ აღიარებენ ...

Read More »

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო ...

Read More »

პარკირების სატარიფო პაკეტს ვადიანი აბონიმენტები ემატება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონიმენტები, რაც უმეტესად ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი. მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება.  ხმალაძის განცხადებით, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ პარკირების იმავე ფასებით, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ. „ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისი ღირებულება ისევ 1 ლარია, წლიური სააბონენტო კი კვლავ ...

Read More »

ირაკლი ხმალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუმარტა, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონიმენტები, რაც უმეტესად ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი. მისვე თქმით, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ პარკირების იმავე ფასებით, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ. „ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისი ღირებულება ისევ 1 ლარია, ...

Read More »

დისკრიმინაციული ვაკანსიის გამო შრომის ინსპექციამ კომპანია დააჯარიმა

დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ვაკანსიის გამოქვეყნების გამო შრომის ინსპექციამ კომპანია გააფრთხილა, იგივე განცხადების განმეორებით გამოქვეყნების შემდეგ კი დააჯარიმა. დისკრიმინაციული ნიშნების მქონე  ვაკანსიის შინაარსი ასეთია: “… ესაჭიროება ბუღალტერი 50 წლამდე გოგონა სრულ განაკვეთზე სამუშაოდ; მოთხოვნები: მაღალი, გამხდარი, პროგრამა “ფინაში“ მუშაობის გამოცდილება, წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; გთხოვთ სივი სელფთან ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე…”. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ დამსაქმებელმა გამოცხადებულ ვაკანსიას ხუმრობა უწოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ...

Read More »

“ბასიანი” 10 000 ლარით დაჯარიმდა

“დღევანდელი საკლუბო ღამე ჩატარდება ზუსტად ისე როგორც იყო დაგეგმილი, ყველა არსებული კოვიდრეგულაციის დაცვით.“ — ამ ინფორმაციას ღამის კლუბ “ბასიანის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ . “დღევანდელი საკლუბო ღამე ჩატარდება ზუსტად ისე როგორც იყო დაგეგმილი, ყველა არსებული კოვიდრეგულაციის დაცვით. თუმცა, აუცილებლად გვინდა წინასწარ შეგატყობინოთ და გაგაფრთხილოთ, რომ არ არის გამორიცხული სახელმწიფოს მხრიდან მორიგი მტრული ნაბიჯი და არსებობს ესკალაციის რისკი. საკლუბო ...

Read More »

საქართველოში შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება, 5 ლარი, დაწესდეს

საქართველოში შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი, დაწესდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს სამოქალაქო მოძრაობამ „გამოდი“ (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიმართა. წინადადების ავტორთა შეფასებით, საათობრივი ანაზღაურება პოზიციების მიხედვით, მზარდი უნდა იყოს. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს ასევე პირველად ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ბინების ფასის დარეგულირებას. კერძოდ, სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, ბიზნესს უფლება აღარ ექნება პროდუქციას ფასი 20%-ზე მეტით მოუმატოს. ...

Read More »

საქართველო და თურქეთი აგროპროდუქტებზე ტარიფების ლიბერალიზაციაზე შეთანხმდნენ

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთის დელეგაციებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციაზე, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში 2016 წლიდან მიმდინარეობდა. ამის შესახებ კომერსანტს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, ერთობლივი კომიტეტის მე-13 შეხვედრა 23 დეკემბერს თბილისში ჩატარდა. დელეგაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ ხელმძღვანელობდნენ. ...

Read More »

„მომავალ კვირიდან საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრის ფარგლებში კიდევ შევამცირებთ“

მომავალი კვირიდან კომპანია „ვისოლი“ საწვავის ფასის დაახლოებით, 5 თეთრით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ  განაცხადა. „დეკემბრის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ 2-3 კვირის შემდეგ ფასების კლებას დავიწყებდით. მიმდინარე კვირის დასაწყისში საწვავის ფასი 5 თეთრით უკვე შევამცირეთ. ჩვენი დაპირება ძალაშია და მომავალ კვირიდან საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრის ფარგლებში კიდევ შევამცირებთ“,- აცხადებს ვასილ ხორავა. „ვისოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, საწვავის ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – პოლიტიკური ავანტიურების ვირტუოზმა სააკაშვილმა დღევანდელ ხელისუფლებას დააშვებინა შეცდომა და ფაქტობრივად გამოუვალი სიტუაცია შექმნა

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში 2021 წლის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, 2021 წლის მიმდინარე პროცესებზე წელს არა ერთხელ გვიმსჯელია, მაგრამ რადგან წელი იწურება ფაქტია, რომ ახლა წლის შედეგებზე საუბრის დროც დადგა. 2021 წელი, ისევე როგორც 2020 წელი, ქვეყნისთვის ბევრი თვალსაზრისით იყო რთული და მძიმე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდად მართული კოვიდის ფონზე ქვეყანა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ...

Read More »