Home » 2021 » December (page 4)

Monthly Archives: December 2021

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირას, ნოემბრის ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდა. „თიბისის“ ინფორმაციით, მოლოდინისამებრ, თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ამ ეტაპზე შესაბამისი კავშირი არ იკვეთება. კერძოდ, თურქული იმპორტისა და გზავნილების წილი დაახლოებით იმავე დონეზეა, ხოლო ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების წილი გაიზარდა კიდეც. „ვაჭრობის დეტალურ სტატისტიკასთან ერთად, 2021 წლის მშპ-ის მესამე კვარტალის მონაცემები და ნოემბრის ფასების სხვადსხვა ინდექსი ...

Read More »

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი „ესკოს“ გენერალურ დირექტორად წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი, რომელსაც პოსტი 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე ეკავა და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა, სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა. საწარმოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, 2022 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ისეთი ორგანიზაციისთვის, ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნ ლარია, ხოლო საოპერაციო – 9.8 მლნ ლარი

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ,  ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ  „საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის  ფინანსური აუდიტი  დაასრულა, დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა და 213 მილიონ ლარს გაუტოლდა. მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით „საპარტნიორო ფონდის“ შეზღუდული  საინვესტიციო  აქტივობისა და პანდემიისა, რომელმაც ყველა ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი ...

Read More »

ბიბილოვი: ჩვენთან ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალგორში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრა 26 დეკემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმს ახალგორთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის სექტემბრიდან აქვს დაკეტილი. დანარჩენ საქართველოსთან კავშირის შეწყვეტამ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ახალგორში დარჩენილ ქართველებს სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე წვდომის გარდა, შეზღუდული აქვთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან კონტაქტი. როგორც ...

Read More »

თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრზე – მივესალმები, რაც უფრი მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე

მივესალმები, რაც უფრი მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილის წარდგენას გამოეხმაურა. ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ აზარაშვილის ეკონომიკური გამოცდილება დიდ როლს ითამაშებს ჯანდაცვის სექტორში. “მინდა მივულოცო ჩვენს ახალ კოლეგას. ჩვენს გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა, ჩემი კოლეგა ეკონომისტი და ...

Read More »

26 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 12.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 744 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 385 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე ...

Read More »

ნადარაია იოთეკის რეგულაციაზე: რისკს და შესაძლებლობებს მულტისავალუტო დაკრედიტება დაარეგულირებს

ბაზრის და მსესხებლის დაცვისთვის, სავალუტო იპოთეკის მოთოკვის გადაწყვეტილება ბაზარს ოპტიმალურად არ მიაჩნია. როგორც იცით, ზედამხედველმა სავალუტო იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 5 წლით, 10 წლამდე დაამოკლა და 1-ლი იანვრიდან  ამოქმდდება. სებ-ის ყოფილი ზედამხედველი, თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ მთავარია რისკის და შესაძლებლობებს შორის ბალანსი, რასაც სებ-ის გადაწყვეტილება არ ემსახურება: კურსის მხრიდან წნეხიც გასათვალისწინებელია, სავალუტო მსესხებლებისთვის, ასევე შიდა განვადება. რისკს ...

Read More »

მამუკა არეშიძე: ბენდუქიძისგანაც მომისმენია აღშფოთება იმის გამო, რომ ალასანია ეკონომიკაში ღრმად ყოფს ცხვირს

ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თემურ ალასანიას სახელმწიფო საქმეებში ჩარევაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ბიძის ჩარევა სხვადასხვა საქმეში კახა ბენდუქიძის აღშფოთებას იწვევდა, ზურაბ ჟვანიასთან კი ალასანიას მწვავე დაპირისპირება ჰქონდა. „მაგალითად, ბენდუქიძისგანაც მომისმენია აღშფოთება იმის გამო, რომ ალასანია ეკონომიკაში ღრმად ყოფს ცხვირს, განსაკუთრებით პრივატიზაციის საკითხში. ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში აკლებული ჰქონდა აქაურობა [ალასანიას]. ვიცით, რომ რამდენჯერმე მწვავე ...

Read More »

კამალა ჰარისი – მზად ვართ, რუსეთს დავუწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ

ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა ცხელი ომის ფაზა ევროპაში მომდევნო კვირების განმავლობაში. „ჩვენ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვირტუალურად შეხვდა პუტინს და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, რომ ...

Read More »

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა. ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „მოგეხსენებათ, რომ ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, მე მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს. ზურაბ აზარაშვილი გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ...

Read More »