Home » 2021 » December (page 20)

Monthly Archives: December 2021

სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

თიბისის პროგრამა სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად  ერთიანდებიან. სპეციალურად შენი სტარტაპისთვის ელვისზე სტარტაპერის კატეგორია შეიქმნა. პარტნიორობის ფარგლებში, გეძლევა შესაძლებლობა, ელვისის აპლიკაციაში დაემატო სტარტაპერის კატეგორიაში და სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით თებერვლამდე. ნებისმიერს სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და ისარგებლოს ელვისის საკურიერო მიტანის სერვისით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მათთვის მომხმარებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. მას შემდეგ შემდეგ მისამართზე რაც რეგისტრაციას გაივლით: https://bit.ly/startuperi-elvis , ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შემდეგ გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა იქნას მოძიებული“

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების პროცესზე საუბრისას, ბუნებრივია,  ყველა ვერსიას ექნება თავისი პლუსები და მინუსები. მსჯელობა, დისკუსია და პოლემიკა არის სწორედ ის ფორმატი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ვგულისხმობ მათ შორის, მთავრობასაც, ცხადია, მიგვიყვანს გადაწყვეტილების შეჯერებულ და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტამდე“, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გუგა ხელაიამ  „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, გადასაწყვეტ საკითხთა შორის უმთავრესია ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ...

Read More »

შოთა ბურჯანაძე: „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ სარესტორნო სფეროში სტუმრების რაოდენობა შემცირდა

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის გაცხადებით, „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ სარესტორნო სფეროში სტუმრების რაოდენობა შემცირდა და შესაბამისად, “პრობლემების ქვეშ არსებული სფერო კიდევ უფრო დიდი პრობლემების ქვეშ აღმოჩნდა”. როგორც შოთა ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რესტორნებისთვის დროის შეზღუდვის მოხსნა კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ არის საკმარისი და სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის ქორწილის გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ბევრი რესტორანი დაიკეტება ...

Read More »

დავით სონღულაშვილი სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს – სახელმწიფოს გადაწყვეტილება მიიღეთ ისეთი როგორიც არის!

ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, მიიღეთ ისეთი როგორიც არის, ეს არის მოცემულობა! ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია არის ხისტი, – ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილეს. მისი თქმით, სექტორის წუხილი გასაგებია, რადგან აღნიშნული კანონპროექტი ზღუდავს მას, თუმცა როგორც სონღულაშვილმა განმარტა, სახელმწიფოს ...

Read More »

მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის „თიბისი“ BARTA 2021-ის გამარჯვებული გახდა

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია. „თიბისიმ“ BARTA-ს ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის მიიღო. „თიბისის“ ინფორმაციით, პროექტი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით სამი წლის წინ შეიქმნა. „არასაფინანსო ანგარიშგებისთვის დაწესებულ ჯილდოსთან ერთად წლევანდელი BARTA მდგრადი განვითარების ანგარიშგების შემუშავებას ...

Read More »

საქართველოში დაფუძნებული სუბიექტები, რომლებიც აზარტული თამაშების მომსახურების მიწოდებას საზღვარგარეთ ახდენენ, ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან

საქართველოში დაფუძნებული სუბიექტები, რომლებიც აზარტული თამაშების მომსახურების მიწოდებას საზღვარგარეთ ახდენენ, ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან. აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან თავიანთი საქმიანობა აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე განახორციელონ. ამ მიმართულებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით – 76-ხმით, ერთხმად მიიღო. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ საკანონმდებლო პროექტის საკომიტეტო განხილვებისას განმარტა, საქართველოში არსებული სუბიექტების მიერ აზარტული ...

Read More »

2021 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 22%-ით გაიზარდა და 207.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.0%-ით (37.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული ...

Read More »

საქართველოში საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კოდექსის მთავარი მიზანი საწარმოებისათვის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. მათი ცნობით, ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საწარმოებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საწარმოსადმი და საბოლოოდ, ...

Read More »

„საქართველოს ბანკმა” “BARTA”-ს წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკმა” მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში “BARTA 2021”-ის ჯილდო მოიპოვა. საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის (BARTA) კონკურსი საქართველოში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი კომპანიებში წლიური ანგარიშის ხარისხის და გამჭვირვალობის ამაღლებაა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კონკურსში 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, თითოეულ კატეგორიაში კი ერთი გამარჯვებული დასახელდა. აღნიშნული კატეგორიებია: მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, მსხვილი არასაფინანსო ორგანიზაციები, მცირე და საშუალო კომპანიები და მდგრადი ...

Read More »

გიორგი კაპანაძე – სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 32 მილიარდ ლარზე ავიდა, დროულად თუ არ მოხდა ამის რეგულირება, ხვალ კიდევ უფრო მწვავე პრობლემა იქნება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, დღეს ეკონომიკაში მეორე ბიზნესსექტორი სათამაშო ბიზნესი რომ არის, ეს დიდი პრობლემაა. როგორც გიორგი კაპანაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ეკონომიკა თუ არ გაჯანსაღდა და ეკონომიკის სხვა სექტორებში თუ არ მიემართა თანხები, კიდევ უფრო დიდი პრობლემები იქნება. „სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს ამ კანონპროექტს და იმედს ვიტოვებ, ...

Read More »