Home » 2021 » December (page 2)

Monthly Archives: December 2021

გიორგი რამიშვილი: სილქნეტი აპირებს 5G ინტერნეტის დანერგვას

დღეს პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომპანია სილქნეტის მფლობელმა გიორგი რამიშვილმა, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და კომისიას საცალო ბაზრის რეგულირებიდან გამოსვლის გამო მადლობა გადაუხადა. რამიშვილის განცხადებით, ეს ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილია. მანვე განაცხადა, რომ კომპანია სილქნეტი 5G ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს. „ბატონ კახას და კომუნიკაციების კომისიას მინდა მადლობა გადავუხადო იმ ნაწილში, რომ გამოვიდა საცალო ბაზრის რეგულაციიდან, ეს აუცილებლად სათქმელია. კი, დაგვჭირდა ამისთვის ...

Read More »

დააკავეს ნაგავსაყრელის თანამშრომლები, რომლებიც ნაგავსაყრელიდან სისტემატურად ახდენდნენ გასანადგურებლად განკუთვნილი ხორცპროდუქტების და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ...

Read More »

Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, „თიბისი“ საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო „თიბისიმ“ ზედიზედ უკვე მეოთხედ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. “აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სავალუტო პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. ნებისმიერი ქვეყნის ...

Read More »

ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, ახალ წელს, დილის 4-5 საათზე უკრაინა დაბომბონ

რუსეთის დუმის დეპუტატი, „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, ახალი წელს უკრაინა დაბომბონ. „დილის ოთხ ან ხუთ საათზე, როცა უკვე ყველა მთვრალია, აუცილებელი არ არის ყველა მათგანის დაბომბვა, მაგრამ აუცილებელია ვინმეს დასჯა და დაშინება“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ რუსეთის პირველი არხის ეთერში. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი რომ იყოს, ასეთი ბრძანების გაცემას არ დააყოვნებდა.

Read More »

„სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება და ცდილობს შევიდეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ორბიტაზე, სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხე გრძელდება“

საქართველოს აგრესიის შესაძლო განახლების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო დოკუმენტებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში განაცხადა. მისი თქმით, „სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება, სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხე კვლავ გრძელდება“. „სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება და ცდილობს შევიდეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ორბიტაზე, სამხრეთ ოსეთისთვის, ისევე როგორც რუსეთისთვის, საფრთხე ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს, 28 დეკემბერს 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 170 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.840 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.865 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ...

Read More »

”ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – მიხეილ ლომთაძე

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან აქვეყნებს წლის ადამიანების ვერსიას. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და ჩვენი გაზეთის ტრადიციული რესპოდენტების თვალსაზრისი. წლის ადამიანად (წლის ადამიანებად), გამოცემის მიერ მთავარ კრიტერიუმად განსაზღვრულია, რომ დასახელებულს უნდა ჰქონდეს შესრულებული განსაკუთრებული როლი საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში, გასული წლის მანძილზე მომხდარ და დაფიქსირებულ მოვლენებში. ხაზი ესმება, რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ იმ პიროვნების აღნიშნული ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ასევე 2, 6, 9, 10 და 11 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2021 წლის 28; 29; 30 და 31 დეკემბერს და 2022 წლის 2; 6; 9; 10 და 11 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია. „მგზავრებს შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ ...

Read More »

აცრის შემთხვევაში 200-ლარს უკვე 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და 60 წლის ნაცვლად, აცრის შემთხვევაში, 200 ლარს 50 წლიდან მოქალაქეები მიიღებენ. „გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც 200 ლარიან წახალისებას გულისხმობდა 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. ასევე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს ...

Read More »

26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 72.2 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 72.2 მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.7 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება – 7.2 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (7 054 ტონა), ...

Read More »