საქართველოს რკინიგზა 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ასევე 2, 6, 9, 10 და 11 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

0
6

ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2021 წლის 28; 29; 30 და 31 დეკემბერს და 2022 წლის 2; 6; 9; 10 და 11 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია.

„მგზავრებს შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.