Home » 2021 » December » 28

Daily Archives: December 28, 2021

ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, ახალ წელს, დილის 4-5 საათზე უკრაინა დაბომბონ

რუსეთის დუმის დეპუტატი, „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, ახალი წელს უკრაინა დაბომბონ. „დილის ოთხ ან ხუთ საათზე, როცა უკვე ყველა მთვრალია, აუცილებელი არ არის ყველა მათგანის დაბომბვა, მაგრამ აუცილებელია ვინმეს დასჯა და დაშინება“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ რუსეთის პირველი არხის ეთერში. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი რომ იყოს, ასეთი ბრძანების გაცემას არ დააყოვნებდა.

Read More »

„სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება და ცდილობს შევიდეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ორბიტაზე, სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხე გრძელდება“

საქართველოს აგრესიის შესაძლო განახლების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო დოკუმენტებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში განაცხადა. მისი თქმით, „სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება, სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხე კვლავ გრძელდება“. „სანამ საქართველო ნატო-ს ფრთის ქვეშ იმყოფება და ცდილობს შევიდეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ორბიტაზე, სამხრეთ ოსეთისთვის, ისევე როგორც რუსეთისთვის, საფრთხე ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს, 28 დეკემბერს 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 170 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.840 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.865 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ...

Read More »

”ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – მიხეილ ლომთაძე

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან აქვეყნებს წლის ადამიანების ვერსიას. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და ჩვენი გაზეთის ტრადიციული რესპოდენტების თვალსაზრისი. წლის ადამიანად (წლის ადამიანებად), გამოცემის მიერ მთავარ კრიტერიუმად განსაზღვრულია, რომ დასახელებულს უნდა ჰქონდეს შესრულებული განსაკუთრებული როლი საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში, გასული წლის მანძილზე მომხდარ და დაფიქსირებულ მოვლენებში. ხაზი ესმება, რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ იმ პიროვნების აღნიშნული ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ასევე 2, 6, 9, 10 და 11 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2021 წლის 28; 29; 30 და 31 დეკემბერს და 2022 წლის 2; 6; 9; 10 და 11 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია. „მგზავრებს შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ ...

Read More »

აცრის შემთხვევაში 200-ლარს უკვე 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და 60 წლის ნაცვლად, აცრის შემთხვევაში, 200 ლარს 50 წლიდან მოქალაქეები მიიღებენ. „გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც 200 ლარიან წახალისებას გულისხმობდა 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. ასევე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს ...

Read More »

26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 72.2 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 72.2 მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.7 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება – 7.2 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (7 054 ტონა), ...

Read More »

საქართველოდან 2.5 მლნ დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 792 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.5 მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,787), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

Read More »

„ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურის ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს

„ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურების ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს როგორც თბილისში, ისე რეგიონში და ახალ წელს უკვე 10 Self-service ავტოგასამართი სადგურით შეხვდება. კომპანიის თვითმომსახურების სადგურები უკვე მთელი საქარველოს მასშტაბით შეძლებს ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი და მომსახურების ახალი გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც მსოფლიოში, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების ყოველდღიური სტილია, „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურებიდან ხუთი სადგური უკვე თბილისში მდებარეობს, ორი ბათუმშია, ხოლო დანარჩენი დღეიდან ფოთში, ქუთაისსა და ...

Read More »

“თიბისი” კაპიტალმა პუბლიკაცია – „კომერციული უძრავი ქონება: ნავიგაცია ახალ რეალობაში“ წარადგინა

“თიბისი“ კაპიტალმა კომერციული უძრავი ქონების სექტორის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და რეპორტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. პუბლიკაციის თანახმად, 2021 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, თბილისის „სთრით რითეილში“ საშუალო შეწონილი იჯარა 2019 წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით ნაკლები იყო. „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით, იჯარა და ვაკანტურობა თბილისის „სთრით რითეილში“ პანდემიამდელ დონეს 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება. „ბოლო 2 წლის განმავლობაში, ვაკანტურობის მაჩვენებელი თბილისის სავაჭრო ცენტრებში ...

Read More »