კომუნიკაციების კომისიამ აპლიკაცია Happy Onlife თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო

0
6

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია Happy Onlife თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო. მესამე კლასის მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ონლაინაპლიკაციით ისწავლეს. მედიაწიგნიერების ტრენერმა ბავშვებს დეტალურად გააცნო ინტერნეტში არსებული საფრთხეები. მოსწავლეებმა თამაშით ისწავლეს ინტერნეტსივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის წესები, თუ როგორ დაიცვან და აარიდონ თავი კიბერბულინგის.

Happy Onlife ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინკონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. Happy Onlife, რომელიც ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში წარმატებულ აპლიკაციადაა აღიარებული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს, აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან.

Happy Onlife მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ადაპტირებული და ხელმისაწვდომია ცხრა ენაზე. კომუნიკაციების კომისიამ Happy Onlife აპლიკაციის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.

2021 წლის განმავლობაში Happy Onlife-ის ტრენინგები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ჯამში 50-მდე სკოლის 1 000-მდე მოსწავლეს ჩაუტარდება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.