ზელენსკი – თეზისი, რომ უკრაინა ევროკავშირში 30 წელიწადში გაწევრიანდება, ნატო-ში კი 50 წელიწადში, ჩემთვის მიუღებელია

0
10

ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით 2022 წელს ნატო-სგან მკაფიო ვადების მიღება სურს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მიუღებელია პოპულარული თეზისი, რომ უკრაინა ევროკავშირში 30 წელიწადში გაწევრიანდება, ნატო-ში კი ოდესმე, 50 წელიწადში, რადგან ეს ქვეყნის დემოტივაციას ახდენს და პროცესს ანელებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს წლებში სურს, ხოლო ნატო-სგან 2022 წელს ძალიან მკაფიო ვადების გაგება სურს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგარეო მიზნების მისაღწევად ქვეყნის დიპლომატია უფრო მოქნილი უნდა გახდეს, რადგან ამჟამად უკრაინა ბევრ პროცესში იძულებულია, უკან მისდიოს მოვლენებს, რაც არასწორია.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეთანხმებების პროექტი ევროპაში გავლენის სფეროების განაწილების შესახებ, რომლის გაფორმებაც მოსკოვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და შეერთებულ შტატებთან სურს.

ერთ-ერთ პუნქტში რუსეთი ნატო-ს წევრებისგან მოითხოვს, უარი თქვან ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე და ალიანსში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაწევრიანებაზე.

1tv.ge