„ტვიფრმა“ კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მედალი გამოუშვა

0
13

2021 წელს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პროექტმა „ტვიფრმა“ სამახსოვრო მედალი გამოუშვა.

მედლის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს „შეიარაღებული ქალის“ გამოსახულება, რომელიც იმდროინდელი საქართველოს სიმბოლური განსახიერებაა.

იოსებ შარლემანის ნახატი ქართული საფოსტო მარკისთვის შეიქმნა, მებრძოლი ქალის გამოსახულება დამფუძნებელი კრების, საქართველოსათვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენების იდეოლოგიის მატარებელია, დაწყებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან, დამთავრებული პირველი კონსტიტუციით, სადაც ქალთა უფლებები და თანასწორობა, კონსტიტუციის მიხედვით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ძირითადი კანონი იყო.

მედლის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ არქიტექტორული გამოსახულება. შენობის ამ ნაწილში იყო დარბაზი, სადაც შეიმუშავეს, მოისმინეს და დაამტკიცეს პირველი კონსტიტუცია.

ეროვნული სასახლის შენობა წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც აიგო 1802 წელს, როგორც მთავარმართებლის სახლი, 1865 წელს კი თბილისში მოღვაწე ცნობილმა შვედმა ხუროთმოძღვარმა ოტო იაკობ სიმონსონმა საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარა, სადაც 1917-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ფუნქციონირებდა. მედლის რევერსზე ასევე გამოსახულია ორნამენტი იმდროინდელი ქართული ეროვნული ჰიმნი „დიდების“ გარეკანის მიხედვით.

მედლის შეძენა შესაძლებელია საიტზე https://tvifri.ge/product/konstitucia-100/