დასახელდა ავიაკომპანია, რომელიც სტამბოლი-ერევანის რეისებს შეასრულებს

0
6

Flyone Armenia იქნება პირველი სომხური ავიაკომპანია, რომელიც 2015 წლის შემდეგ პირველად დაიწყებს ფრენებს თურქეთში. ამის შესახებ გამოცემა ABC “სპუტნიკ არმენიაზე” დაყრდნობით წერს.

მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ აპირებენ სტამბოლში ფრენების განახლებას.

მოგვიანებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ განიხილება სტამბოლსა და ერევანს შორის საჰაერო ფრენების ორგანიზების შესაძლებლობა.

სანდრო პირველი