Home » 2021 » December » 22

Daily Archives: December 22, 2021

საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა

2021 წლის 16 დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) თავმჯდომარის პოზიცია ოფიციალურად დაიკავა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 25 ქვეყანას ...

Read More »

ქართული ბიზნესის #1 ქომაგმა ვითიბი ბანკმა გასტრო ტურები გამართა

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული საქმიანობის პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. აგრომეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკმა წამყვან შეფ მზარეულებთან  ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგრომეწარმეები მოინახულა და გასტრო ტურები გამართა. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის წამყვანმა მზარეულებმა, სხვადასხვა რეგიონებში ბანკის მეწარმეები მოინახულეს, ადგილზე მოამზადეს კერძები და მომავალი პარტნიორობის მიზნით პროდუქციას გაეცნენ. ახალი პროექტის მეშვეობით, ბანკი საზოგადოებას უყვება, თუ როგორ იქმნება ...

Read More »

„ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი საერთაშორისო კულტურული მარშრუტებში შეიყვანეს

„ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად “ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის” სერთიფიცირებული წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, „ენგურჰესის“ კაშხალი, საქართველოდან პირველი ობიექტია, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა. „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ატრაქციამ დაიწყეს. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 ...

Read More »

ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას გაეცნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებმა ვლადიმერ ხუნდაძემ და ლევან წითელაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის ცვლილებები, რომლებიც ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საბაჟო კანონმდებლობაში შევიდა. „მათ შორის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საქონლის გაფორმებისა და გაშვების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებული ცვლილება, რომლის თანახმადაც, ...

Read More »

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 82-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებები კიდევ შვიდ კანონში აისახა. პროექტით, აზარტული თამაშებისთვის მინიმალურ ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე იზრდება. ამასთან, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს აზარტული თამაშის უფლება აეკრძალება – მმართველი გუნდის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა 1-მილიონამდე ...

Read More »

„საქართველოში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი“

„პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის ქვეყანაში არაერთი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ორგანიზება ინსტიტუციურ დონეზე და ის მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ევროკავშირმა და წარმატებით დაინერგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, არის სწორედ ამ გამოწვევების წარმატებით გადაწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „პროფესიული უნარების სააგენტოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა, ინფორმაციას ეკონომიკის ...

Read More »

დასახელდა ავიაკომპანია, რომელიც სტამბოლი-ერევანის რეისებს შეასრულებს

Flyone Armenia იქნება პირველი სომხური ავიაკომპანია, რომელიც 2015 წლის შემდეგ პირველად დაიწყებს ფრენებს თურქეთში. ამის შესახებ გამოცემა ABC “სპუტნიკ არმენიაზე” დაყრდნობით წერს. მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ აპირებენ სტამბოლში ფრენების განახლებას. მოგვიანებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ განიხილება სტამბოლსა და ერევანს შორის საჰაერო ფრენების ორგანიზების შესაძლებლობა. სანდრო პირველი

Read More »

ბილაინის საახალწლო შეთავაზებებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია

საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი – ბილაინი აბონენტებს სპეციალურად შექმნილ საახალწლო პაკეტებს სთავაზობს. მომხმარებელს მრავალფეროვანი პაკეტებიდან მისთვის სასურველის შერჩევა და შეძენა 20 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეუძლია. საახალწლო შეთავაზებებით სარგებლობის ვადა 30 დღეა. თითოეული მათგანი ბილაინის მომსახურებების გარდა, მუსიკალური მობილური აპლიკაცია Stingray-ს პრემიუმ პაკეტს მოიცავს, რომელიც 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის მუდმივად განახლებად ფლეილისტებს აერთიანებს.  ბილაინის საახალწლო პაკეტებია: Stingray + 3 GB + 100 წუთი ...

Read More »

„ტვიფრმა“ კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მედალი გამოუშვა

2021 წელს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პროექტმა „ტვიფრმა“ სამახსოვრო მედალი გამოუშვა. მედლის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს „შეიარაღებული ქალის“ გამოსახულება, რომელიც იმდროინდელი საქართველოს სიმბოლური განსახიერებაა. იოსებ შარლემანის ნახატი ქართული საფოსტო მარკისთვის შეიქმნა, მებრძოლი ქალის გამოსახულება დამფუძნებელი კრების, საქართველოსათვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენების იდეოლოგიის მატარებელია, დაწყებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან, დამთავრებული პირველი კონსტიტუციით, სადაც ქალთა უფლებები და თანასწორობა, ...

Read More »

მესხიშვილი – ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას – ამ ფასების დაჭერა არის შეუძლებელი

ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას – ამ ფასების დაჭერა არის შეუძლებელი და ვფიქრობ, რომ გაძვირდება საქალაქთაშორისო გადაზიდვებიც და გაძვირდება სატაქსო მომსახურებაც, – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონიმენტო სისტემის შემოღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მგზავრობის გაძვირება საწვავის, ავტომომსახურების და ავტონაწილების გაძვირებამ გამოიწვია. „ნამდვილად ევროპული ...

Read More »