Home » 2021 » December » 20

Daily Archives: December 20, 2021

იოსებ არჩვაძე – ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა

„2021 წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ამით დაადასტურა და გაამყარა ქვეყნის ეკონომიკაში მზარდი და შეუქცევადი პოზიტიური პროცესები. კერძოდ, ექსპორტის მოცულობამ რეკორდი (429.8 მლნ. აშშ დოლარი) დააფიქსირა და წინა წლის ნოემბრის დონეს 42.7%-ით, ხოლო პანდემიამდელი, 2019 წლის ნოემბრისას – 23.6%-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ექსპორტი წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (ზრდა იანვართან შედარებით – 91.5%-ით), ხოლო წინა ...

Read More »

ანდრეი რუდენკო – პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის, მოსკოვს ესმის ამ მეზობლების მნიშვნელობა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა. „ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა წავიდნენ ეს ქვეყნები, არ აქვს მნიშვნელობა როგორ განვითარდებიან, ისინი ყოველთვის იქნებიან ჩვენი პრიორიტეტი, მათ შორის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად. ეს ჩვენი ყოფილი საერთო საბჭოთა წარსულის ნაწილია”, ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორს და სამხრეთ კავკასიაში ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორს, ფადია საადას, სამხრეთ კავკასიაში ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. „როგორც აღინიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ...

Read More »

ნათია თურნავა – ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები

ეკონომიკურ ზრდას მე კი არ ვაცხადებ ან ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრი, ეს არის დამოუკიდებელი უტყუარი სტატისტიკა, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მათი შედარება. ამას როდესაც ვამბობთ, ეს არ არის იმის მცდელობა, რომ არ ვისაუბროთ პრობლემებზე. გვაქვს ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. თურნავას განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პირობებში უფრო მარტივად გადავლახავთ პრობლემებს, დავარეგულირებთ ფასებს და შევებრძოლებით ...

Read More »

BAG ინდექსი – ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, კვლავ გრძელდება წინა კვარტლებში დაწყებული პოზიტიური დინამიკა – გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი დამატებით 8 ქულით გაუმჯობესდა და 18.8 ქულა შეადგინა. ხოლო ბიზნესის მოლოდინმა, 5 ქულიანი ზრდის ...

Read More »

თურნავა – ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება

სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა და კვების მრეწველობის ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად მაღალი მოთხოვნა არის ჩვენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ტრადიციულად, ლიდერობს მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ექსპორტი, ეს არის სპილენძის ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „დაფინანსების მოდელი საბოლოო სახით არაა ჩამოყალიბებული. ჩვენ მიერ გაცხადებული იქნა, რომ ეს არ იქნება საბიუჯეტო დაფინანსება”- განაცხადა ხუციშვილმა.

Read More »

იანვარი-ნოემბერში, ადგილობრივი ექსპორტი 28.7 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 822.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. წინასწარ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 2 809.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ...

Read More »

ლიბერთის ბანკომატებში ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნის ახალი სერვისი დაინერგა

ლიბერთი აგრძელებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ალტერნატიული არხების სწრაფ განვითარებას. ამჯერად, ლიბერთის მომხმარებლისთვის 630-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, ფულადი გზავნილების მიღების, განაღდებისა და გაგზავნის ინოვაციური ფუნქციონალი გახდა ხელმისაწვდომი. ლიბერთის ბანკომატებში ნებისმიერ დროს, ყველა ბანკომატში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება შემდეგი სისტემებით: Contact, Ria, Welsend, Unistream, Zolotaya Korona. საერთაშორისო გზავნილის განაღდებას ბანკომატიდან მომხმარებლები სპეციალური, საუკეთესო კურსით შეძლებენ. საქართველოს მასშტაბით ‘ლიბერთი ექსპრესი’ ...

Read More »

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, საქონლით ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების დინამიკამ ძლიერი ზრდის ტემპი გამოავლინა. როგორც „თიბისის“ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმპორტის 2019 წელთან შედარებით მატების ტენდენციაზე დაბრუნება. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, აღდგენის ნელი ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და აშშ დოლარში გამოხატვით, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსავლებმა 55.0% ...

Read More »