„თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება“

0
13

„თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება“, – ამის შესახებ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად წყლის დონე წყალსაცავში ზღვის დონიდან, დაახლოებით 425 მეტრზეა. წყლის დონის კიდევ 7-8 მეტრით შემცირების შემდეგ კი ჰესი გაჩერდება. ჩამონადენის მატება წყალსაცავში მხოლოდ 15 აპრილის შემდეგ არის მოსალოდნელი.

„ამ დროისათვის აფხაზური მხარის მოხმარება 400 მეგავატია. 5-6 დღის შემდეგ, როდესაც წყალსაცავი თავის რესურსს ამოწურავს, ენგურჰესი 80-100 მეგავატზე მეტის მიწოდებას ვერ შეძლებს. მოკლედ, აფხაზური მხარე ან შეზღუდავს მოხმარებას, ან გავჩერდებით“, – აცხადებს მებონია „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში.