
რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ მონეტალური პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, საბაზისო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8,5%-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
განაკვეთის ამ დონემდე გაზრდა ბოლო 4 წლის მაქსიმუმია, თუმცა წლის დასაწყისში ის ისტორიულ მინიმუმზე, 4,25%-ზე იყო.
გადაწყვეტილება განაკვეთის გაზრდის თაობაზე ინფლაციური პროცესების შესარბილებლად იქნა მიღებული. ცენტრალურ ბანკში არ გამორიცხავენ განაკვეთის შემდგომ ზრდასაც.
„ვუშვებთ იმ შესაძლებლობასა, რომ განაკვეთი შემდგომიც შესაძლოა გაიზარდოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთში მიმდინარე წლის ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 8.4% შეადგინა და ბოლო 6 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო 13 დეკემბრისთვის შემცირდა 8.1%-მდე, რაც ჯერ კიდევ ორჯერ აღემატება მიზნობრივ დონეს (4%) და თითქმის ოთხჯერ მეტი ვიდრე პანდემიის დაწყებამდე (2.3% 2020 წლის თებერვალში).
წლის დასაწყისიდან ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი ოთხჯერ გაზარდა, თუმცა ოქტომბერში გაცემული ბოლო შეფასება (7,4-7,9%) შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდეს.
სანდრო პირველი