ერდოღანმა და ილონ მასკმა თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს

0
33

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა ხუთშაბათს ვიდეოკონფერენცია გამართეს.

შეხვედრაზე ერდოღანმა და მასკმა ელექტრომობილებზე, ციფრულ ეკონომიკაზე, გრძელვადიან ინვესტიციებსა და მიმდინარე თანამშრომლობის გაფართოების ნაბიჯებზე იმსჯელეს.

ილონ მასკმა წელს Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა TIME-მა კი მასკი 2021 “წლის ადამიანად” დაასახელა.

businessformula.ge