Home » 2021 » December » 18

Daily Archives: December 18, 2021

ღარიბაშვილი – „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ამერიკასთან, როგორც არასდროს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს. დიდი პატივი იყო ...

Read More »

„თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება“

„თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება“, – ამის შესახებ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამად წყლის დონე წყალსაცავში ზღვის დონიდან, დაახლოებით 425 მეტრზეა. წყლის დონის კიდევ 7-8 მეტრით შემცირების შემდეგ კი ჰესი გაჩერდება. ჩამონადენის მატება წყალსაცავში მხოლოდ 15 აპრილის შემდეგ არის მოსალოდნელი. „ამ დროისათვის აფხაზური მხარის მოხმარება 400 მეგავატია. 5-6 დღის შემდეგ, ...

Read More »

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი 1 პუნქტით, 8,5%-მდე გაიზარდა

რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ მონეტალური პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, საბაზისო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8,5%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. განაკვეთის ამ დონემდე გაზრდა ბოლო 4 წლის მაქსიმუმია, თუმცა წლის დასაწყისში ის ისტორიულ მინიმუმზე, 4,25%-ზე იყო. გადაწყვეტილება განაკვეთის გაზრდის თაობაზე ინფლაციური პროცესების შესარბილებლად იქნა მიღებული. ცენტრალურ ბანკში არ გამორიცხავენ განაკვეთის შემდგომ ზრდასაც. „ვუშვებთ იმ შესაძლებლობასა, რომ განაკვეთი ...

Read More »

ერდოღანმა და ილონ მასკმა თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა ხუთშაბათს ვიდეოკონფერენცია გამართეს. შეხვედრაზე ერდოღანმა და მასკმა ელექტრომობილებზე, ციფრულ ეკონომიკაზე, გრძელვადიან ინვესტიციებსა და მიმდინარე თანამშრომლობის გაფართოების ნაბიჯებზე იმსჯელეს. ილონ მასკმა წელს Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა TIME-მა კი მასკი 2021 “წლის ადამიანად” დაასახელა. businessformula.ge

Read More »

ღარიბაშვილი – მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ

მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის კუთხით გატარებული რეფორმებით ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა. „მინდა, შევეხო შრომისა და სოციალურ ...

Read More »

პრემიერი – ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი დავალებით გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ეს ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად მოგვარდება. „ასევე, ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს. ამ მიმართულებით ...

Read More »

„ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს“

რამდენიმე კვირის წინ მე წარმოვადგინე კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ონლაინ კაზინოების, სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, რაც სექტორის გადასახადების დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან ერთად, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. „აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სოციალურად დაუცველ ...

Read More »