2021 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 22%-ით გაიზარდა და 207.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

0
16

2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.0%-ით (37.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.

უწყების ცნობით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.8 მლნ აშშ დოლარი (99.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ნოემბერის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45.3%-ით მეტია.