“საპარტნიორო ფონდის განსაკუთრებული უპირატესობა, დაფინანსებისას კაპიტალში მონაწილეობის შესაძლებლობაა”

0
9

„როდესაც კარგი, ჯანსაღი პროექტი მიდის ბანკში და აქვს კაპიტალის შევსების საჭიროება, ბანკს ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება რადგან კომანიას არაასაკმარისი კაპიტალი აქვს იგივე ვითარებაა სახელმწიფო პროგრამების ჭრილშიც – იქ ვხვდებით საგრანტო კომპონენტსაც, საწარმოო ხაზების პირდაპირი დაფინანსების კომპონენტსაც, საბრუნავი საშუალების დაკრედიტების კომპონენტსაც და სხვა, მაგრამ აქაც არც ერთ შემთხვევაში, სახელმწიფო არ შედის პროექტის კაპიტალში“, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გუგა ხელაიამ საინვესტიციო ბაზარზე ფონდის უპირატესობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარტნიორო ფონდს სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი განასხვავებს და აძლევს უპირატესობას, რომ მას აქვს მანდატი, უფლება და საშუალება, პროექტების კაპიტალში მიიღოს მონაწილეობა, გახდეს ბიზნესის თანაზიარი ისე, რომ არ ჩაერიოს კომპანიის საოპერაციო მართვაში. ეს აძლევს საშუალებას საპარტნიორო ფონდს, გახდეს პროექტის სრულფასოვანი პარტნიორი და პროექტის წარმატების შესაბამისად, ისარგებლოს დივიდენდით.

„ერთ-ერთი ჩვენი სერიოზული და სტრატეგიული მიმართულება, მოგეხსენებათ, სტარტაპია და ის, რომ სტარტაპზე ვიღებთ ბიზნესის რისკებს, არის სწორედ საპარტნიორო ფონდის განსაკუთრებული შესაძლებლობა დღევანდელ საინვესტიციო ბაზარზე. ეს არის ბაზარზე ჩვენი განმასხვავებელი და შეიძლება ითქვას, უანალოგო შესაძლებლობა.

ამ კუთხით დღეს ჩვენი პორტფელი 200 მილიონს აჭარბებს და სწორედ ამ რისკის აღების შესაძლებლობამ განაპირობა დიდწილად და მეტწილად ფონდთან ერთად შექმნილი ამ ერთობლივი საწარმოების წარმატება“, – აღნიშნა ხელაიამ.