“არა, ეგ ჩვენი შეცდომააო, მითხრეს საფრანგეთის კარფურში…” – თეო ჩიტიშვილი ბუვიე

0
7

თეო ჩიტიშვილი ბუვიემ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს შევედი კარფურში და ერთ-ერთ პროდუქტს ეწერა ფასდაკლება. ავიღე, გავატარე სალაროსთან და დამიწერა ჩვეულებრივი ფასი. მეთქი ამაზე დასდაკლება ხოათქო? არა დამთავრდა ფასდაკლებაო, მეთქი მიკრული გაქვთთქო რომ 50% აკლდებათქო. უიო მოლარემ, დაგვავიწყდა ალბათ მოხსნაო. მეთქი კარგით, გადავიხდი რაც ღირსთქო და არა არაო, ეგ ჩვენი შეცდომააო, შეუცვალა მონაცემები ჩემს პროდუქტს, დააკლო 50% და ისე გამიტარა.

ქვეყანა საფრანგეთი

პ.ს. შეცდომები ყველგან ხდება, მაგრამ ჩვენთანაც რომ ისწავლონ მომხმარებლის ასე დაფასება და მათი შეცდომის ასე გამოსწორება, ნაკლები უკმაყოფილო მომხმარებელი ეყოლებათ.”