Home » 2021 » December » 11

Daily Archives: December 11, 2021

DHL უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 წლის ხელფასს გადაუხდის

DHL უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 წლის სახელფასო კომპენსაციას გადაუხდის – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა პროფკავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივარი და შპს „ჯორჯიან ექსპრესს“ (იგივე DHL) სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო თანამშრომლების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 2 წლის ხელფასის ოდენობით დააკისრა. „ე.კ., ს.კ. და თ.მ. დასაქმებულები იყვნენ შპს „ჯორჯიან ექსპრესში“ ...

Read More »

„იმაზე სპეკულირება, რომ ხელისუფლება საახალწლოდ ხალხს უძვირებს ცხოვრებას გაზრდილი საპროცენტო ხარჯის გამო, პოლიტიკური მანიპულაცია“

„ახლა იმაზე სპეკულირება, რომ ხელისუფლება საახალწლოდ ხალხს უძვირებს ცხოვრებას გაზრდილი საპროცენტო ხარჯის გამო, უბრალოდ არის პოლიტიკური მანიპულაცია და არასერიოზულია მისი სპეკულატიური ხასიათის გამო – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი იყო, რადგან  ინფლაციის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალი რჩებოდა და ნოემბერში 12.5 % შეადგინა. „ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით და საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის მედიასემინარი გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. მან მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2021 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ,,მინდა ვისარგებლო ამ ფორმატით და წარმოგიდგინოთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეები, რაც გადასახადის გადამხდელების ინფორმირების ...

Read More »

“არა, ეგ ჩვენი შეცდომააო, მითხრეს საფრანგეთის კარფურში…” – თეო ჩიტიშვილი ბუვიე

თეო ჩიტიშვილი ბუვიემ ფეისბუქში დაწერა: “დღეს შევედი კარფურში და ერთ-ერთ პროდუქტს ეწერა ფასდაკლება. ავიღე, გავატარე სალაროსთან და დამიწერა ჩვეულებრივი ფასი. მეთქი ამაზე დასდაკლება ხოათქო? არა დამთავრდა ფასდაკლებაო, მეთქი მიკრული გაქვთთქო რომ 50% აკლდებათქო. უიო მოლარემ, დაგვავიწყდა ალბათ მოხსნაო. მეთქი კარგით, გადავიხდი რაც ღირსთქო და არა არაო, ეგ ჩვენი შეცდომააო, შეუცვალა მონაცემები ჩემს პროდუქტს, დააკლო 50% და ისე გამიტარა. ქვეყანა საფრანგეთი ...

Read More »

დაუჭერს თუ არა მხარს საეჭვო ქმედებებში მხილებულ და პუტინის მედიის ფავორიტ თეა გოდოლაძეს მხარს ეთიკის ქარტია

ამ წუთებში ეთიკის ქარტიაში სხდომა მიმდიანრეობს, სადაც საბჭო „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის“ საჩივარს განიხილავს „ბანკები და ფინანსების“ მიმართ. აღნიშნულ განხილვაში „ბანკები და ფინანსები“ მონაწილეობას შეგნებულად არ იღებს. რედაქციამ ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ „ეთიკის საბჭოს“ უკვე აცნობა. ინფორმაციას იმის შესახებ, დაუჭირა თუ არა მხარი საეჭვო ქმედებებში მხილებულ და პუტინის მედიის ფავორიტ თეა გოდოლაძეს „ეთიკის ქარტიამ“, მიღებისთანავე ...

Read More »

აქსის თაუერსის საშობაო მარკეტი „გალერეა ვერეს“ სასაჩუქრე გამოფენას მასპინძლობს

აქსის თაუერსის საშობაო მარკეტის ფორმატში გალერეა „ვერეს“  სასაჩუქრე გამოფენას მასპინძლობს. თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ხელოვნების გამორჩეული ნიმუშებისა და საახალწლო აქსესუარების შეძენას 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ. „ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რა იქნებოდა ორიგინალური და კომფორტული და ერთგვარი გამოფენის ფორმით შეგიგროვეთ ისეთი ნამუშევრები, რომლებიც უნიკალურად გაამდიდრებს თქვენი სახლის გარემოსა თუ საკოლექციონერო სივრცეებს და რასაკვირველია, გამოგადგებათ ნაფიქრ სეზონურ საჩუქრად“, – ამბობს „გალერეა ვერეს“ დირექტორი  ...

Read More »

თბილისს საზღვარი შეეცვალა

თბილისს საზღვარი შეეცვალა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. შედეგად, დაახლოებით, 2 700 000 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორია თბილისის საზღვრებიდან გავა და გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს კრწანისში და მას თელეთის საკრებულო ესაზღვრება. ფართის გაცემის მიზეზი კი კონკრეტული საინვესტიციო პროექტია, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ თელეთში ხორციელდება. ამ ტერიტორიაზე შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცსი“ საცხოვრებელ კომპლექსს და სარეკრეაციო ...

Read More »

რუსეთის საგარეო უწყება – აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს უარყოფა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, იმის შესახებ, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა. ამის შესახებ საუბარია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნულს ევროპული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირება წინააღმდეგობაში მოდის ვალდებულებასთან – „არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“. „ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, ...

Read More »

გერმანიაში დისტანციურად მომუშავე კაცი, რომელიც სამუშაო მაგიდასთან მიდიოდა და წაიქცა, კომპენსაციას მიიღებს

გერმანიაში დისტანციურად მომუშავე კაცი წაიქცა, როცა საძინებლიდან სამუშაო მაგიდასთან მიდიოდა. ფედერალურმა სოციალურმა სასამართლომ ინციდენტი საწარმოო ტრავმად შეაფასა და სადაზღვევო კომპანიას გადახდა დააკისრა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. შემთხვევა ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2018 წლის სექტემბერში მოხდა. კომპანია R-GmbH-ს გაყიდვების რეგიონული მენეჯერი საძინებლიდან სამუშაო კაბინეტში მიდიოდა, რომელიც სახლის ქვედა სართულზე მდებარეობს. კიბეზე ჩასვლისას ის წაიქცა და ხერხემალი დაიზიანა. სადაზღვევო კომპანიამ კომპენსაციის გადახდაზე უარი ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკის, როგორც უმსხვილესი განვითარების პარტნიორის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის პირობებში აზიის განვითარების ბანკმა გაუწია საქართველოს. აღნიშნული ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა, როგორც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით ...

Read More »