კანქვეშა ჩიპები საქართველოში მომავალი წლიდან გაიყიდება

0
10

კანქვეშა ჩიპები საქართველოში მომავალი წლიდან გაიყიდება. iPlus-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

” გვინდა გაცნობოთ კიდევ ერთი სიახლე,  რომელიც მალე გვექნება საქართველოში.

iPlus მოლაპარეკების ბოლო ფაზაში შევიდა  შვედურ კომპანია “BioHax International” 🇸🇪 თან, რათა საქართველოში შვედეთის შემდეგ პირველად,  დაინერგოს  ჩიპის ტექნოლოგია, რომელიც ძალიან გაგვიმარტივებს ყოველდღიურ  ცხოვრებას და კომფორტის უმაღლეს კლასს შემოგთავაზებთ.

BioHax International ის ჩიპები მაგრდება მარჯვენა ან მარცხენა ხელის ცერა თითთან კანქვეშ, მისი საშუალებით თქვენ აღარ მოგიწევთ ჯიბეებში მანქანის გასაღების მოძებნა, სახლის ან პარკინგის კარის გასაღების ძებნა, ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ და დაგიმონტაჟებთ სპეციალირ დაცულ მოწყობილობებს, ბინაში, პარკინგში, სამსახურში, მანქანის  საკეტზე რომ უბრალოდ ხელის ახლოს მიტანით და მასში ჩაშენებული უნიკალური კოდის საშუალებით შეძლოთ ყველა კარის გაღება.

აღარ  მოგიწევთ გასაღებების ჩანთით ან ხელით ტარება!

შვედეთში აღნიშნულ ტექნოლოგიას ამ ეტაპზე იყენებს უკვე 30 000 ზე მეტი ადამიანი.

ჩიპი დაპროგრამებულია RFID  მარტივი სისტემით ( თუმცა აქვს უდიდესი შესაძლებლობები სახელმწიფო და საბანკო  სერვისების გამოყენების, როგორიცაა პასპორტის ჩაშენება, საკრედიტო ბარათების, საბანკო ანგარიშების, პირადი ინფორმაციის  და ასე შემდეგ) თუმცა ჩვენ როგორც კომპანია უფლებამოსილი ვართ შემოგთავაზოთ საშუალების მხოლოდ ის სპექტრი რომელიც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის და თქვენი კომფორტის ინტერესს წარმოადგენს 👌

2022 წლის მარტის თვიდან უკვე  შემოგთავაზებთ აღნიშნული სერვისით მომსახურების შესაძლებლობას 🇬🇪 🇸🇪

iPlus მუდამ ცივილიზაციისა და პროგრესის მხარდამხარ მოძრაობს  და მუდამ  ასე იქნება.

თქვენთან ერთად ჩვენ სულ მალე  ვიქნებით მსოფლიოში მოწინავე ქვეყნების სიაში, როგორც პროგრესული საზოგადოების ნაწილი,  თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებისა და რეალიზაციის  კუთხით !

ფასი ოფციების  არჩევის მიხედვით განსხვავებული იქნება, დეტალურ ინფორმაციას ფასთან დაკავშირებით  მოგვიანებით მოგაწვდით”, – ნათქვამია სოციალური ქსელის პოსტში.

https://www.facebook.com/iclub.ge/posts/2064537020374539