Home » 2021 » December » 09

Daily Archives: December 9, 2021

„საქართველოს ბანკმა“ ADB-სა და JICA-სგან 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

„საქართველოს ბანკმა“ აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA) 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხუთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, მიზნად ისახავს ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერირებადი საწარმოების ფინანსურ რესურსებზე წვდომის მხარდაჭერასა და პანდემიასთან დაკავშირებული ...

Read More »

სილაგავა – ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოში ხორბლის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს

რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი კიდევ ერთხელ გაზარდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი 80.8 დოლარიდან 84.9 დოლარამდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, ქერზე საბაჟო გადასახადი 68.3 დოლარიდან 75.1 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე უცვლელად 54.3 დოლარი დარჩება. აღნიშნული გადასახადი ერთი კვირის განმავლობაში 17 დეკემბრამდე იმოქმედებს. „რუსეთში 84 დოლარს გადასცდა საექსპორტო ფასი. სამწუხაროდ, ეს საბოლოო ნიშნული არ არის და ...

Read More »

იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებლებმა Amazon-ი 1,28 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

იტალიურმა ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებლებმა Amazon-ი 1,13 მილიარდი ევროთი (1,28 მილიარდი დოლარი) დააჯარიმა ბაზარზე დომინირების ბოროტად გამოყენების გამო. ამის შესახებ CNBC წერს. Autorità Garante della Concorrenza e del Mercato-მ, ანუ იგივე AGCM-ში, განაცხადეს, რომ Amazon-მა ზიანი მიაყენა კონკურენტ ოპერატორებს ელექტრონული კომერციის ლოგისტიკის სერვისში. მარეგულირებელმა დაასკვნა, რომ Amazon-მა გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია, რათა წაახალისოს გამყიდველები Amazon.it-ზე, გამოიყენონ საკუთარი ლოჯისტიკური სერვისი – Fulfillment by ...

Read More »

რუსეთში ყალბი ბანკების ბუმია

რუსეთში ყალბი ბანკების საიტების რაოდენობა 2021 წლის იანვართან შედარებით 125-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ წერს, კომპანიის Bi.Zone კვლევაზე დაყრდნობით. კვლევის მიხედვით, ნოემბერში ფსევდობანკების რაოდენობა, რომლებიც საკრედიტო ინსტიტუტებად ასაღებენ თავს და ფლობენ საიტებს,  6.9 ათასამდე გაიზარდა, რაც იანვარში დაფიქსირებულზე 125-ჯერ მეტია. ზოგადად, 2021 წლის დასაწყისიდან ინტერნეტში 15,5 ათასი ყალბი ბანკი გამოჩნდა, გასულ წელს კი დაახლოებით 6,5 ათასი ასეთი საიტი გამოვლინდა. ...

Read More »

თურნავა – „საქართველოს რკინიგზა,“ როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კომპანია, განვითარების დადებით გზას ადგას

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ასახავს, რომ „საქართველოს რკინიგზა,“ სტრატეგიული კომპანია, არის საკმაოდ მდგრადი. მისი თქმით, 2021 წლის 9 თვეში სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები დაახლოებით 12 პროცენტითაა გაზრდილი, ასევე ორნიშნა ზრდა აღინიშნება რკინიგზის შემოსავლებში. „საქართველოს რკინიგზამ,“ პანდემიის მიუხედავად, მოიზიდა საკმაოდ სოლიდური დაფინანსება საერთაშორისო ...

Read More »

იოსებ არჩვაძე – უცხოელი ინვესტორები სულ უფრო თამამ და პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე

„ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური დინამიზმი ასახვას პოვებს არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, არამედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაშიც. 2021 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო რვა კვარტლის მიხედვით და აღემატება: წინა წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს – 1.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს – 39.3 პროცენტით,“ – ასე ...

Read More »

კანქვეშა ჩიპები საქართველოში მომავალი წლიდან გაიყიდება

კანქვეშა ჩიპები საქართველოში მომავალი წლიდან გაიყიდება. iPlus-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება. ” გვინდა გაცნობოთ კიდევ ერთი სიახლე,  რომელიც მალე გვექნება საქართველოში. iPlus მოლაპარეკების ბოლო ფაზაში შევიდა  შვედურ კომპანია “BioHax International” 🇸🇪 თან, რათა საქართველოში შვედეთის შემდეგ პირველად,  დაინერგოს  ჩიპის ტექნოლოგია, რომელიც ძალიან გაგვიმარტივებს ყოველდღიურ  ცხოვრებას და კომფორტის უმაღლეს კლასს ...

Read More »

კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი – მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს დისკრიმინაციული რეგულაცია

მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს დისკრიმინაციული რეგულაცია, – ასე ეხმაურება კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას. „გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარში სესხები კიდევ ერთხელ გააძვირა. ახლა კომერციული ბანკებიდან ლარში აღებულ სესხში მინუმუმ 13-14%-ის გადახდა მოგიწევთ, მაშინ როცა ევროში სესხის პროცენტის განაკვეთი არის 5%, ანუ თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლები. თითქოს ლოგიკურია, რომ მსესხებელს ხელს უნდა აძლევდეს სესხის ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Fennec Tech Studio-სთან ერთად გორში შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარ მიზანსაც ტექნოლოგიური პროფესიების უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. Tech სფეროს წარმომადგენლებმა მათ საკუთარი კარიერული განვითარების გამოცდილება გაუზიარეს და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების პროფესიები მიმოიხილეს. ...

Read More »

„თიბისი კაპიტალმა“ ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა

„თიბისი კაპიტალმა“ ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თიბისი“ ავრცელებს. პუბლიკაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა საერთაშორისო ვიზიტების აღდგენას აჭარბებს. 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 2019 წლის დონესთან შედარებით, შემოსავლები – 35%-ით, ვიზიტები კი 21%-ით აღდგა. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა ყველაზე დაბალია რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ყველაზე მაღალი კი – უკრაინიდან, ...

Read More »