Home » 2021 » December » 07

Daily Archives: December 7, 2021

სოსო არჩვაძე: ბიუჯეტს საკმარისად დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თავის თავზე უფრო სოლიდური ვალდებულებები აიღოს

“ბიუჯეტს საკმარისად დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თავის თავზე უფრო სოლიდური ვალდებულებები აიღოს და მის მიერ განხორციელებული ხარჯები წარმოდგენილი იყოს როგორც წმინდა სოციალური ქოლგის ხარჯების დასაფარად, ასევე, ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისათვის”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა. არჩვაძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. „მოგეხსენებათ, სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყნის ძირითადი ფინანსური გეგმაა და მასში ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი ცნობილია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 620 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.120 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის ...

Read More »

„კარგი იქნებოდა თავიდანვე 20%-ით მომხდარიყო დაბეგვრა“ – აფბა აზარტული თამაშების კანონპროექტზე

ახალი კანონპროექტის მიხედვით, აზარტული თამაშების სექტორში, დაიბეგრება არა კომპანიების მოგება, არამედ მიღებული შემოსავალი. აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ უფრო მაღალი მარჟის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო. ,,პირველი ეტაპისთვის, 10%-ით დაბეგვრა ნორმალური გადაწყვეტილებაა. თუმცა, პირადად ჩემი აზრია, კარგი იქნებოდა თავიდანვე 20%-ით მომხდარიყო დაბეგვრა. სავარაუდოდ, მთავრობას იმედი აქვს, რომ ყველა რეგულაციის ამოქმედება ერთად, შეამცირებს აზარტული სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელს. ...

Read More »

აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგები ცნობილია. 2021 წლის 7 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. უწყების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 55 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.100 პროცენტით, მაქსიმალური 9.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.324 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე დაიბრუნებენ. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ბილაინის აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ MyBeeline App-ით და Mastercard-ის ქართული ბარათით. ...

Read More »

1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან განხორციელებული ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 3,263 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,257 ტონა), 5 ტონა ვაშლი კი სომხეთში გავიდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ქართულ სადისტრიბუციო მარკეტინგულ კომპანიასა“ და „ლევორს“ შორის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ქართულ სადისტრიბუციო მარკეტინგულ კომპანიასა“ და „ლევორს“ შორის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. შეტყობინება მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ უკავშირდებოდა „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის“ მიერ „ლევორის“ 100% წილის მფლობელისაგან 44,995% წილის შეძენას. კონცენტრაციის მონაწილე მხარეები მოქმედებენ სხვადასხვა შესაბამის ბაზრებზე. კერძოდ, შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების და სხვადასხვა საკვები პროდუქტების რეალიზაცია, ხოლო შპს „ლევორის“ – საოჯახო ჭურჭლით და ...

Read More »

1-ელი აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (31%), ხოლო ღირებულება 7.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – ...

Read More »

სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო უწყებები ჯამში 2 500 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა საერთო ჯამში, 2 500 ლარის ოდენობით. ინსპექტორის ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას განაგრძობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას. ამჯერად, სამინისტრომ სტრატეგიის პროექტი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან განიხილა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი კაჭარავამ. სტრატეგიის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ ...

Read More »