Home » 2021 » December » 06

Daily Archives: December 6, 2021

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში (ალ. ყაზბეგის #21) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ, დამოუკიდებელ წევრებს  წარუდგენენ მედიას. საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ, რომლის შემადგენლობაში არიან: საბჭოს თავჯდომარე – მარსელ  ცაიტინგერი და წევრები – რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა. „საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში ...

Read More »

კომერციული ბანკების მდგრადობის შესაფასებლად, ეროვნულმა ბანკმა ინტერაქტიული სტრეს-ტესტი აამოქმედა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობის შეფასების მიზნით, სტრეს-ტესტის ინტერაქტიული ვებპლატფორმა აამოქმედა. სტრეს-ტესტი საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც კომერციული ბანკების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უზრუნველყოფს. აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაძლებელია პოტენციური რისკების დროულად გამოვლენა და ბანკების დიდ შოკებთან გამკლავების უნარის შეფასება. ინტერაქტიული პლატფორმის მეშვეობით, დაინტერესებული საზოგადოება თავად შეძლებს თითოეული მაკროეკონომიკური ცვლადისთვის ჰიპოთეტური სტრესული სცენარის არჩევასა და კომერციული ბანკის კაპიტალის კოეფიციენტის ...

Read More »

ფერაძე: ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან დამატებითი რეგულაციების დაგეგმვაზე ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია

ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან დამატებითი რეგულაციების დაგეგმვაზე ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია,- ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ღამის კლუბებთან, შესაბამის ასოციაციებთან რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც უნდა დაინერგოს მწვანე პასპორტებთან ერთად და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება მიღწეულია. პირველ ეტაპზე საბჭოს ჩვენ წარვუდგენთ წინადადებას, რომ ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდება. ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. სტუმრებს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფასდაკლებით და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებისთვის წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული გაიმართება, ...

Read More »

თურნავა: წინა ხელისუფლების დროს, რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება გაფორმდა

წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს გაფორმდა საკმაოდ მძიმე, არ მინდა, გამოვიყენო სიტყვა კაბალური, საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2011 წელს გარკვეული ცვლილებები არის შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდეა დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის „თელასმაც” უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, 2014 წელს „სემეკის” მიერ დადგენილი ...

Read More »

„ვითიბი“ – დაიბრუნეთ საკომისიო „ვითიბის“ მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

„ვითიბის“ ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელიც ვითიბის ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დარეგისტრირდება, დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. მათვე ცნობით, შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე საკომისიო თანხის უკან დაბრუნებას. ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს ...

Read More »

5 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

1-ელი სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 15.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 73%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 74%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9,797 ტონა), სომხეთში (3,089 ...

Read More »

5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4,550 ტონა), რუსეთში (3,574 ტონა), უკრაინაში (2,262 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

Read More »

თავდაცვის უწყება ევროკავშირის საბჭოსგან სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობის სახით 12.75 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას, ასევე სამოქალაქო ტიპის მობილურობის საშუალებებს (mobility assets) მიიღებს. მხარდაჭერის პაკეტი 12.75 მილიონ ევროს შეადგენს და 36 თვეზეა გათვლილი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაკეტის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ...

Read More »

თურნავა – როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან“ დავა, მოსახლეობის ტარიფებზე არ აისახება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან“ დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება, შეთანხმება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2007, 2011 წელს გარკვეული ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე არის დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის „თელასმაც“ უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით. 2014 ...

Read More »