Home » 2021 » December » 02

Daily Archives: December 2, 2021

კაკაურიძე – უნდა ავარჩიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, კონკრეტული დარგის ბიზნესი თუ ის ადამიანები, ვინც ზარალდებიან

ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესისთვის შეიძლება შემოსავლების დაკლებას იწვევდეს, თუმცა უნდა ავარჩიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, კონკრეტული დარგის ბიზნესი თუ ის ადამიანები, ვინც ზარალდებიან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სათამაშო ბიზნესის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას პარლამენტში ჯერ არ წარუდგენია, მიმდინარეობს მასზე მუშაობა, ხოლო ფინანსთა მინისტრს შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა ექნება. „პარლამენტში ძალიან ბევრჯერ ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის“ ნებართვის გარეშე საქმიანობის ფაქტი გამოავლინეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეწარმე სუბიექტს, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, 4 სათამაშო აპარატი უკანონოდ ჰქონდა განთავსებული. მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, ...

Read More »

ბოლო 1 კვირაში, რუსებისთვის თურქეთში ტურების ღირებულება 55,18%-ით გაიზარდა

როსსტატის მონაცემებით, 2021 წლის 23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, თურქეთში, ტურების ღირებულება 55,18%-ით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს. ამასთან, ერთი კვირით ადრე – 16 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით – თურქეთის მიმართულებით ტურებზე ფასები გაიზარდა 4,7%, ორი კვირით ადრე – 0,5%. წლის დასაწყისიდან თურქეთში მოგზაურობის ფასები 89,3%-ით გაიზარდა. ტურისტული მომსახურების ღირებულების ნახტომმა გამოიწვია ინფლაციის ზრდის მკვეთრი აჩქარება, განმარტავენ ...

Read More »

სააკაშვილი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვაზე: ბლეფია – აკეთებენ, რომ მოკლან დამოუკიდებელი მედია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვას ბლეფს უწოდებს და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს. მისი განცხადებით, რეკლამაზე შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, მედიას მიყენებული ფინანსური ზარალი უნდა აუნაზღაურდეს. „საქართველოში უნდა იყო მედია კოდექსი, თუ მაგალითად გაუარესდა სარეკლამო პირობები, როგორც ახლა აკეთებენ, რომ მოკლან დამოუკიდებელი მედია. ვთქვათ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა სათამაშო ბიზნესი, თუმცა ეს არის ბლეფი – სათამაშო ბიზნესის ...

Read More »

ონლაინ ტოტალიზატორები, შესაძლოა, გაითიშოს

“გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი,” – ამის შესახებ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. გიორგი მამულაიშვილმა სექტორის პოზიცია დააფიქსირა. “დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, ...

Read More »

ლავროვი – ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია

2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისივე თქმით, ერთხელ, 2008 წლის აგვისტოში ეს უკვე აფეთქდა. „ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა, როდესაც პერსპექტივის ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ავანტიურა, რომელიც უმძიმესი შედეგებით შემოუბრუნდა თვითონ საქართველოს და ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა ცუდ ზღვარზე ...

Read More »

თიბისი Z „ელექტრონავტი XIl“- ის მეგობარია

ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების მეთორმეტე ცერემონიალს „ელექტრონავტი XIl“ ფონდი ელექტრონავტი თბილისის მერიასთან ერთად დეკემბერში გამართავს. დაჯილდოების მეგობარია თიბისი Z. ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური განსაზღვრავს. ჟიურიმ 9 ნომინაციაში, 200-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი განიხილა. წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: • მუსიკალური ვიდეო / Best Video • ლეიბლი / Best Label • ალბომი / Best Album • დიჯეი / Best ...

Read More »

2021 წლის 6 თვის მონაცემებით, „თელასის“ მოგებამ 15.474 მლნ ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში სს „თელასის“ შემოსავალი 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, გაიზარდა. ამის შესახებ სააქციო საზოგადოების მიერ შევსებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში მოხდა საზოგადოების ფუნქციების ცვლილება. კერძოდ, 2021 წლის 1-ელ ივლისამდე საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სახეობა იყო ელექტროენერგიის შესყიდვა და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მომხმარებლებზე განაწილება თბილისში. 1 ივლისიდან ენერგოკომპანიის მიწოდების ...

Read More »

გაზის წარმოება რუსეთში 11 თვეში 10,6%-ით გაიზარდა

რუსეთში გაზის წარმოების მოცულობა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 10,6%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 692,76 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამის შესახებ საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური დისპეჩერიზაციის ოფისის (ЦДУ ТЭК) ოპერატიული მონაცემების შეჯამების მიხედვით, გამოცემა interfax.ru წერს. მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთმა 66,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოა (ზრდა 4,6%-ით გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით). ЦДУ ТЭК-ი გაზპრომის შესახებ მონაცემებს ცალკე არ ...

Read More »

„სათამაშო ბიზნესში 11 ათასზე მეტი კაცი მუშაობს და მათი საშუალო ხელფასი 2500 ლარზე მეტია”

სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გათვლებს, რომ საქართველოდან 1,5 მილიარდი ლარი უცხოური კომპანიების ანგარიშებზე “მიედინება”, არასწორს უწოდებს. პრემიერის საპასუხოდ, გიორგი მამულაიშვილი BMG-სთან ინტერვიუში სათამაშო ბიზნესში მომუშავე უცხოური კომპანიების საქართველოში საქმიანობის შედეგებს განმარტავს. “არასწორია ეს თანხები. მე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები შემოდის საქართველოში ზუსტად იმ უცხოელი პარტნიორებისგან და ინვესტიცია იმას ითვალისწინებს, რომ როცა ადამიანი ...

Read More »