Home » 2021 » November » 26

Daily Archives: November 26, 2021

ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მასწავლებელთა, მომავალ მასწავლებელთა და განათლების ადმინისტრირების სპეციალისტთა პროფესიის პოპულარიზაციისა და პროფესიული განვითარების მიზნით, ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. „ლიბერთისთვის საპასუხისმგებლოა მასწავლებლების და განათლების სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: მაღალი ინფლაციის მიუხედავად საპენსიო სააგენტოს შედეგები მაინც პოზიტიურია

საპენსიო სააგენტოს მაჩვენებლები, პანდემიის მიუხედავად პოზიტიურია, თუმცა პრობლემა არის იმაში, რომ მაღალი ინფლაცია, კერძოდ კი ორნიშნა ინფლაცია შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ,,შთანთქავს“ იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელიც საპენსიო შენატანების სარგებლიანობასთან არის დაკავშირებული – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 6 თვის ანგარიში განიხილეს. „დღეს საქართველოში არსებობს საპენსიო უზრუნველყოფის 3 მოდელი: საყოველთაო პენსია, ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით არ უნდა განხორციელდეს – აფბა

 „საპარტნიორო ფონდის“  დაფინანსების პრობლემა დღემდე გაურკვეველია – არსებობს კანონპროექტი, რომელიც ბიუჯეტის მიერ ფონდის დაფინანსებას გულისხმობს, თუმცა ეს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს არ განუხილავს.  ხელისუფლებამ პრობლემა სწრაფად უნდა გადაჭრას. ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე აყვანა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ „2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში ჩვენი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ...

Read More »

„ონლაინ აზარტული სექტორის აკრძალვით მთავრობა მაქსიმუმს ითხოვს, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილება გონივრული რეგულაციების შემოღება იქნება“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივამ ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირების მოსალოდნელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. იმაზე, რომ სფერო მოსაწესრიგებელია და დღეს არსებული ვითარება დიდი რისკების, მათ შორის როგორც ფულის გათეთრების, ისე ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი – სოციალური რისკების შემცველია, ყველა თანხმდება. მოსალოდნელი ფორმები და ფორმატები აზრთა სხვადასხავობას იწვევს. „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა ბაჩანა ჯინჭარაძემ ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 1 მარტამდე გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ისევ გადავადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით ბირჟა არა 1 იანვარს არამედ 1 მარტს ამოქმედდება. ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის თავმჯდომარემ დაუდასტურა. საქართველოში ენერეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა, იმისათვის, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დასაწყებად ბირჟის მონაწილეები მზად არ აღმოჩნდნენ. ენერგეტიკული ბირჟა ამ დრომდე სატესტო რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ბირჟის ზამთარის დეფიციტურ პერიოდში ამოქმედებას არასამთარობო ...

Read More »

„დომინო“ მეხუთე წელია ზარალზეა – 2020 წელს კომპანიის ზარალი 7,1 მლნ ლარს შეადგენდა

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი „დომინო“ – შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბრენდი, მეხუთე წელია ზარალზეა. ამის შესახებ კომპანიის 2020 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის მიხედვით, პანდემიური 2020 წელი კომპანიამ 7,1 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა.  2019  წელს კომპანიის ზარალი 7.2 მლნ ლარს შეადგენდა. „დომინომ“ გასულ წელს 55,8 მლნ შემოსავალი მიიღო, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 40,1 მლნ იყო. შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს

ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს – 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ბათუმის და ზუგდიდის საკრებულოებში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. როგორც დავითაშვილი განმარტავს, თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე ბიუჯეტი იმისთვის სჭირდება, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაოს. ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა – ინტერვიუ „თელმიკოს“ წარმომადგენელთან

გასულ წელს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა დაიწყო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 1-ელი ივლისიდან „თელასის“ ნაცვლად „თელმიკოს“ დაეკისრა – ის დღეს 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამ ცვლილებამ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია და საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვა დააგროვა. მათზე პასუხების გაცემას „თელმიკოს“ ენერგოთრეიდინგის სამსახურის უფროსთან ნიკოლოზ გულიაშვილთან ერთად შევეცდებით. – რას ნიშნავს ქართული ენერგეტიკული ...

Read More »

„ე.წ. საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკოსების ყველა დაპირება აბსურდულია“, – პაატა ბაირახტარი

„გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა. ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა უფრო შორსაც წავიდა და საკანონმდებლო ინიციატივაც წარადგინა პარლამენტში, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ე.წ. საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკოსების ყველა დაპირება აბსურდულია“, – მის შესახებ მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ რადიო-გადაცემაში „კომერსანტი LIVE“, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა. როგორც ბაირახტარმა განმარტა, პოლიტიკური ძალების მხრიდან აქცენტი კეთდებოდა საპენსიო გასაცემლების საბანკო მომსახურებისას კონკურენციის დაშვებაზე და იმაზე, რომ ეს პროცესი თავისთავად გააიაფებდა ...

Read More »

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე  სანქციები მკაცრდება

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე  სანქციები მკაცრდება. სანქციების გამკაცრება გათვალისწინებულია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესულ ცვლილებებში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და რომლის მიზანიც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სამართალდარღვევების ზუსტად იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირებაა. პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრდა სურსათის უვნებლობის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის: კრიტიკული შეუსაბამობის (შეუსაბამობა, რომელიც მაღალ ...

Read More »