Home » 2021 » November » 24

Daily Archives: November 24, 2021

მეფრინველეობის ასოციაცია: მთავრობის დახმარების გარეშე, იანვრიდან კვერცხი ისევ გაძვირდება

მეფრინველეობის სექტორი ახალი წლიდან კვერცხის ფასების მორიგ მატებას არ გამორიცხავს. როგორც „კუმისის“ დამფუძნებელმა, „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ფასების მატების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორისაა, ფრინველის საკვებად საჭირო მარცვლეულის ღირებულების ზრდა, ასევე საწვავის გაძვირების ფონზე ლოგისტიკური ხარჯების მნიშვნელოვანი მატება და კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. როგორც უჩუმბეგაშვილი განმარტავს, საქართველოში დეკემბერში ელექტროენერგიაზე სუბსიდირების პროგრამაც სრულდება, შესაბამისად, სექტორს 1 კვტ/საათზე 16 ...

Read More »

“სანამ სოციალური დახმარება მინიმუმამდე არ დაიწევს, მანამდე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ინიციატივები არ იმუშავებს”

“შრომის ბაზარზე არსებობს ინფორმაციული ასიმეტრია, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, მე ვეძებდე სამსახურს, ვინმეს ჰქონდეს ეს სამსახურის შემოთავაზებული, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხვდებოდეთ, რადგან ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდეს”, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, შრომითი ურთიერთობების სპეციალისტმა ბექა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საქმე” განაცხადა. ამით ბექა ნაცვლიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველების დასაქმება მოხდება, თანაც ისე, რომ ...

Read More »

გიორგი ფხაკაძე: ექსპერიმენტულმა საღეჭი რეზინმა, არ მოგესმათ, საღეჭი რეზინი, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საღეჭი რეზინის გამოცდა, რომელმაც შესაძლოა, კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანოს. გიორგი ფხაკაძე: „როგორც ვამბობდი, პროგრესი მიმდინარეობს. ამის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან. ✅ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია, ეს ნორმალურია. და ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭი ...

Read More »

ჭარაია: ჩვენი ეკონომიკის სისუსტე არა მხოლოდ მცირე მასშტაბში, დაბალ მსყიდველობით უნარსა და მსგავს საკითხებში, არამედ კონკურენციის ნაკლებობაშია, ყველაზე განვითარებულ დარგებშიც კი

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს ეხმიანება და წერს, რომ ამ ინიციატივების განსახორციელებლად აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული გრძელვადიანი გეგმა. ჭარაია რამდენიმე საკითხს გამოყოფს, როგორიც არის შიდა წარმოების განვითარება, ასევე, დაბალი კონკურენცია ეკონომიკაში, რომელსაც ექსპერტი ეკონომიკის განვითარების მთავარ პრობლემად მიიჩნევს. ,,პრემიერი გუშინდელ გამოსვლაში მრავალ საინტერესო ეკონომიკურ საკითხს შეეხო. გარდა 3 ინიციატივისა, რომელიც მან წინა დღეებში დააანონსა და ...

Read More »

ცუცქირიძე: პრემიერის ინიციატივები სოციალურ პოლიტიკასთან, სააფთიაქო ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ოპოზიციის დიდი ნაწილისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაც გუშინ საღამოს საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“, დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა, რეალურად ახალ, ინკლუზიურ, ანუ გრძელვადიან მდგრად ზრდაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკადაც უნდა შეფასდეს. თავის მხრივ, მდგრადი ზრდა ვერ მიიღწევა ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისა და ადამიანური კაპიტალის გარეშე, – ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს. როგორც ცუცქირიძე წერს, პრემიერის ინიციატივები გრძელვადიან გეგმაზეა დამყარებული. ,,პრემიერ-მინისტრის ...

Read More »

სონღულაშვილი: სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ონლაინ კაზინოების რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა. „მნიშვნელოვანია მთავრობის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ონლაინ კაზინოების საქმიანობის რეგულაციების გამკაცრებას. სამწუხაროდ, ეს აზრი თავიდან აღიქვეს, როგორც მთლიანად სექტორის ოპერირების შეჩერების მცდელობა და მინდა ვთქვა, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა. სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია და ჩვენც ამ გზით ...

Read More »

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ონლაინ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) და IFC-თან არსებულ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით, და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით გაიმართა. ონლაინ ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკები და ფინანსური ბაზრის მარეგულირებლები, SBFN-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, IFC-ის ექსპერტები, და სხვა დაინტერესებული მხარეები. ფორუმი ...

Read More »

Uber კანაფის ბაზარზე შედის

რამდენიმე თვის შემდეგ, რაც Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰმა CNBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანია „აბსოლუტურად“ განიხილავს კანაფის მიწოდებას აშშ-ში, რეგულაციიდან გამომდინარე, Uber-მა პირველი ნაბიჯი გადადგა კანაფის ბაზარზე. კომპანია კანადაში დაფუძნებულ კანაფის საცალო მოვაჭრე ფირმასთან, Tokyo Smoke დაიწყო თანამშრომლობა, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს კანაფის ონლაინ შეკვეთა ონტარიოში, კანადა, Uber Eats აპლიკაციის მეშვეობით. მომავალი კვირის დასაწყისიდან, Uber Eats ჩამონათვალს Tokyo Smoke-ის პროდუქტები დაემატება ...

Read More »

ჰერმან საბო – პრემიერის განცხადებაში არაონლაინ კაზინოების ლობის გავლენა ჩანს

თუ ონლაინ კაზინოებს ავუკრძალავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თამაშის სურვილი აქვთ, სადღაც წავლენ – ნაწილი „პროქსით“ მოძებნის გამოსავალს და ნაწილი უბანში ჩავა და „მარწყვებს დაარტყამს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას ონლაინ აზარტული თამაშების შემზღუდავი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პრემიერის ინიციატივები და მისი გააქტიურება პიარული ნაწილი იყო. „კონკრეტულად ეს გადაწყვეტა ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ლაგოდეხში სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ჩართულობით ლაგოდეხში ოთხსართულიანი სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა, რომელიც წარმატებით ოპერირებს, ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 12 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 40 სტუმრის მიღება შეუძლია, რომელსაც ორ, სამ და ოთხ ადგილიან, კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს. სასტუმრო დაცული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც იქ მისულ დამსვენებელს აძლევს შესაძლებლობას, ფეხით ეწვიოს ლაგოდეხის ნაკრძალს ...

Read More »