Home » 2021 » November » 23

Daily Archives: November 23, 2021

ოქსფორდის მეცნიერი – კოვიდ 19 ვაქცინირებულების დაავადება აღარაა

კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება, – Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოქსფორდის აცრის პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოში მყოფი პაციენტები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ, ძირითადად არავაქცინირებული პირები არიან. მეცნიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტი ათასობით ადამიანის დაინფიცირებას განაგრძობს, სრულად ვაქცინირებული ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. „ფართო საზოგადოებაში პანდემია კვლავ განიხილება, როგორც ჩუმი ეპიდემია, რომელიც ხილვადი ...

Read More »

წელს საქართველო ​„ოსკარზე” ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს. ფილმის „ოსკარზე“ ნომინაციის მხარდამჭერია „თიბისი“ კონცეპტი. „თიბისის“ ინფორმაციით, ფილმის პრემიერა თბილისში 5 დეკემბერს გაიმართება. „ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში, თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს, ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი, ლევან თედიაშვილი ასრულებს. ფილმში ...

Read More »

„ცენტრალური ბანკები უთანასწორობის პრობლემის მოგვარებას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით უწყობენ ხელს, რისი მაგალითიც საქართველოა“

„ცენტრალური ბანკები უთანასწორობის პრობლემის მოგვარებას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით უწყობენ ხელს, რისი მაგალითიც საქართველოა“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისას განაცხადა. მაღალი რანგის ფორუმი სოციალური ხარჯებისა და პოსტ-კოვიდური მზარდი სოციალური უთანასწორობის განხილვას დაეთმო. მომხსენებლებმა ისაუბრეს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენებზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯებზე. “ეკონომიკასა ...

Read More »

ნავთობიმპორტიორთა კავშირმა რეგიონში საწვავზე განსხვავებული ფასების მიზეზი განმარტა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასების შედარებით მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, რეგიონში ყველაზე დაბალი ფასი საწვავზე რუსეთსა და აზერბაიჯანშია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ეს ქვეყნები ნავთობს მოიპოვებენ და საწვავზე დაბალი ფასებიც აქედან გამომდინარეობს. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აზერბაიჯანში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი – 0.51 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0.82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0.97 ევროს; ...

Read More »

ბანკების მოგება ერთ თვეში 53,671 მლნ ლარით შემცირდა

2021 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 117,488 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი სექტემბერთან შედარებით – 53,671 მლნ ლარით; წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 4,970 მლნ ლარით ნაკლებია. შარშან ოქტომბერში ბანკების წმინდა მოგება 166,189 მლნ ლარი იყო. ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 472,428 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 400,477 ...

Read More »

„ჩვენ გვქონდა სოციალური პოლიტიკა, რომელიც ახალისებდა არა განვითარებას, არამედ იმას, რომ პირი მუდმივად ყოფილიყო სოციალურად შემწეობის მიმღებთა სიაში“

“ჩვენ გვქონდა სოციალური პოლიტიკა, რომელიც ახალისებდა არა განვითარებას, არამედ იმას, რომ იმას, რომ პირი მუდმივად ყოფილიყო სოციალურად შემწეობის მიმღებთა სიაში“, – ამის შესახებ საქართველო ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ „საქმის კურსში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, მთავრობა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების ამუშავებისთვის „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამას“ იწყებს. „ეს არის პრობლემა, რომელი ქვეყანაში უკვე 10 წელზე მეტია დგას. ეს ...

Read More »

რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ბიზნესებმა?

ამის ზუსტი რეცეპტი ცხადია, არ არსებობს. 21-ე საუკუნეში უამრავი მაგალითი გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ გარკვეული წესებისა თუ სტერეოტიპების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება 100%-ით წარმატებას არ მოიტანს. ხშირად ანტრეპრენერები მიზანს თავდაჯარებულობის, სიმტკიცისა და იდეისადმი რწმენის დახმარებით აღწევენ. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გავეცნოთ მსოფლიოში დაგროვილ უდიდეს გამოცდილებას, რომელიც გარკვეული მაგალითების ანალიზის შედეგია. ქვემოთ მოცემული რჩევებიც სწორედ ზოგად სურათზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა BizhackAcademy-მ, რომელიც აშშ-ში ...

Read More »

საქართველოდან 1.6 მლნ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 3512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. „2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში (1,703 ტონა), სომხეთში (1,346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ...

Read More »

21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 2,184 ტონით (44%), ხოლო ღირებულება – 347 ათასი აშშ დოლარით (16%) შემცირდა. „საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა. 2021 წლის ...

Read More »

„პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმის მშენებლობა დაიწყო

,,პორშე ცენტრი თბილისი“-ში  შოურუმის რეკონსტრუქცია და სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო. პრემიუმ ბრენდი მომხმარებელს უფრო კომფორტულ გარემოში, ახალი შეთავაზებებით მოემსახურება. განახლებული სივრცე სრულად პორშეს თანამედროვე, უახლესი სტანდარტით მოეწყობა.  შოურუმი გაფართოვდება და ავტომობილების ახალ სამოდელო რიგთან ერთად, მომხმარებელს აქსესუარების ფართო სპექტრს შესთავაზებს. ადგილზე იქნება შესაძლებელი ავტომანქანის სალონისათვის სასურველი მასალის შერჩევაც. მეტი კომფორტისათვის შოურუმი და სერვისცენტრი ერთ სივრცეში  განთავსდება. პორშეს მაღალკვალიფიციური მექანიკოსები, ახალ სერვისცენტრში ...

Read More »