Home » 2021 » November » 22

Daily Archives: November 22, 2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე: თიბისის გუნდს აქვს ამბიცია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება

ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისებს ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ და ჩვენი დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას – ციფრულ ტრანსფორმაციას, – ასე აფასებს თიბისის გენერალური დირექტორი Global Finance-ის მიერ თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელებას. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თიბისის მიზანი ადამიანებისა და ბიზნესისთვის ცხოვრების გამარტივებაა. “სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად გაერთიანდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამოძრავებს ამბიცია, რომ საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ინტერნეტ ...

Read More »

პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები საქართველოში

თეგეტა აკადემიაში ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა. 2 წლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება კურსის  11-მა მონაწილემ წარმატებით გაიარა და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო. კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საქმიანობა  ავტოტრანსპორტის ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. თითოეულმა დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგანაც მიიღო. პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ სწავლა პირველმა ნაკადმა  2019 წელს ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილ ახალ რეგულაციებზე – ამგვარი მექანიზმები არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული

სათამაშო ბიზნესის სექტორში ახალი რეგულაციების შემოტანის მიზანია, ონლაინ თამაშებთან მიმართებით მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილი ახალი რეგულაციების განმარტებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენს. „ინიციატივა გულისხმობს, გარკვეულწილად, ახალი რეგულაციების შემოტანას სათამაშო ბიზნესის სექტორში, რომლის მიზანია, ონლაინ თამაშებთან მიმართებით მიმზიდველობისა ...

Read More »

აფბა – ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირება აუცილებელია და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ საკითხზე მუშაობა დაწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა ეხმიანება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, ონლაინ აზარტული თამაშებისა რეგულირებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისასალმებელია მთავრობის  გადაწყვეტილება, რომელიც ონლაინ თამაშებისთვის უფრო მკაცრი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავებას გულისხმობს. თუმცა, ამავდროულად მოუწოდებს ხელისუფლებას ამ სექტორის სრულად აკრძალვისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან აკრძალვა ვერ იქნება გამოსავალი. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმიანება ...

Read More »

„მცირე ინფრასტრუქტურის გამო, არ მგონია რომელიმე ბანკმა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გარისკოს“

„ბოლო წლებია, პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად არაარსებითი მსჯელობა ისმის. შესაბამისად, კონკრეტიკის გარეშე და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული ფრაზები და უპასუხისმგებლო განცხადებები, უსაფუძვლო სპეკულაციების საგანი ხდება“, – ამის შესახებ საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გარდა რეპუტაციული და იმიჯის შელახვის რისკებისა, ასევე არსებობს წმინდა ტექნიკური საკითხები, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური, ისე ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “ფინანსთა სამინისტრომ ამ პროგრამასთან დაკავშირებით მიიღო დავალება და ერთი კვირის განმავლობაში წარმოვადგენთ შესაბამის ხედვას, რომელიც გულისხმობს დასაბეგრი ბაზრის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ, ისე სტრუქტურულ ჭრილში და წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი. ეს ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგშია აღნიშნული. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. „2021 წლის 22 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ...

Read More »

„თიბისი” კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი” კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირას გამოსული ეკონომიკური მაჩვენებლები ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლეოდა. „თიბისის“ განმარტებით, ერთი მხრივ, ოქტომბრის სავალუტო შემოდინებები ძლიერი იყო, რაც მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, იმპორტი და დაკრედიტება უფრო ზომიერი აღმოჩნდა. „მართალია, იმპორტის დინამიკაზე რე-ექსპორტისათვის განკუთვნილი მანქანების იმპორტმა მოახდინა ძირითადი ზეგავლენა, თუმცა როგორც ჩანს, მარაგების შევსების ტემპმაც შედარებით იკლო. დასაქმების მხრივ, მე-3 კვარტლის უმუშევრობის ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ProductTank Tbilisi გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებების პარტნიორია. ბანკის ჩართულობით ProductTank Tbilisi-ის წლევანდელ შეხვედრაზე 3 ქართული სტარტაპი წარდგება, რომლებმაც უკვე გაიარეს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა სან-ფრანცისკოში 2-კვირიან სააქსელერაციო პროგრამაში, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობაა. Product Tank Tbilisi- ის ...

Read More »

სებასტიან მოლინეუსი – საქართველო როგორც რეგიონში, ისე გლობალურად ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს

საქართველო როგორც რეგიონში, ისე გლობალურად ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მოლინეუსმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება. „ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. საუბრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. ...

Read More »